x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
აუცილებელი რაციონი და საკვების ზომა–წონის განსაზღვრა ხელის საშუალებით – ჯანმრთელად გახდომის მარტივი წესი
image


იმისთვის რომ ჭარბი წონა მოიცილოთ, ან არსებული წონა და გარეგნობა შეინარჩუნოთ, არ არის აუცილებელი საკუთარი თავისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება და საყვარელ საჭმელებზე უარის თქმა! ჯანმრთელად გახდომის და სტაბილური წონის საიდუმლო — საკვების რაოდენობაშია, რომელსაც დღის მანძილზე მიირთმევთ.

სამეცნიერო ჟურნალმა Guard Your Health გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ამ ბოლო დროს, ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვმა იმატა. გთავაზობთ ზომიერი კვების რეჟიმის დაცვის უმარტივეს მეთოდს, რომელიც დიდი ულუფებით კვებას გადაგაჩვევთ!

ამასთან, ექსპერტის აზრით, ეს სისტემა მაშინაც გამოგადგებათ, როცა ხელთ სამზარეულოს სასწორი არა გაქვთ. რადგან ამ გზით, შეგიძლიათ საკვების ოპტიმალური რაოდენობა განსაზღვროთ, ორგანიზმის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.


image


ახლა კი, იმის შესახებ, თუ როგორ ხდება რაციონის ზომა–წონის განსაზღვრა, ხელების მეშვეობით:


შეკრული მუშტის ზომა გამოიყენება გარნირების და რთული ნახშირწყლებით მდიდარი საკვების რაოდენობის დასადგენად. მაგ. ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიც არის: მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი, პური, წიწიბურა, ფეტვი და სხვა ბურღულეული.


ხელის მტევნის ზომით, შეიძლება ხილის რაოდენობის განსაზღვრა.


ხელის გული, თითების გარეშე, გამოიყენება ცილებით მდიდარი პროდუქტის ზომის დასადგენად. მაგ., ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიც არის: ყველა სახის ხორცი*, თევზი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი.


ორი ხელის გული თითებით – საუკეთესო საშუალებაა ბოსტნეულის დღიური რაციონის დასადგენად.


საჩვენებელი და შუა თითების შეერთებით, ყველის დღიური ნორმის დადგენა შეგიძლიათ.


ცერის პირველი ფალანგის ზომა, შეგიძლიათ კარაქის ზომის სტანდარტად მიიჩნიოთ.


საჩვენებელი თითი კი, შოკოლადის ფილის ზომის დადგენაში დაგეხმარებათ.


* ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ:image


ამ დიეტის დაცვა ძალიან მარტივია. საკმარისია დაიმახსოვროთ, როგორ გამოიყურება დღიური საკვების ულუფა:

image


ჩამოთვლილი პროდუქტებიდან, ზოგი, შეგიძლიათ დღეში 2–ჯერაც მიირთვათ. მაგ., ბოსტნეული. ხოლო, ზოგი – კვირაში 1 ან 2–ჯერ.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ომეგა–3 და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. სიმპტომები, რომელიც ორგანიზმში ომეგა–3 დეფიციტზე მიუთითებს

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით

* თაფლი – "ჯადოსნური ელექსირი" და ყველა დაავადების უნივერსალური წამალი

* ჩინეთში 150 000 წლის მილსადენი აღმოაჩინეს

* თავსატეხი ზარმაც მეზღვაურზე (პასუხი აქვს)

* საუკუნის პორტრეტი – დედოფალი ელისაბედ II

* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის



1
211
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
211
  
2022, 21 სექტემბერი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1