x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...

აიურვედული ჩაის სმის ტრადიცია ათასობით წელს ითვლის და შეუძლია ორგანიზმს უამრავი სარგებელი მოუტანოს, თუ მას რეგულარულად მიიღებთ.

რა არის აიურვედული ჩაი?


ეს არის ტრადიციული ბალახების ჩაი მომზადებული აიურვედულ მედიცინაში, ტრადიციული ინდური მიდგომა ჯანმრთელობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან. აიურვედული ჩაის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ვატა, პიტა და კაფჰა. თითოეული მათგანი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, რომელსაც იღებენ ორგანიზმის გასაწმენდად და დეტოქსიკაციისთვის. ამასთან, აიურვედული ჩაი, რომელიც ცნობილია ბევრი სასარგებლო თვისებით, აძლიერებს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. იმ პირობით თუ არ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ბალახებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ სრულიად უსაფრთხო გახდება მისი მოხმარება.


image


აიურვედული ჩაის სასარგებლო თვისებები


აიურვედული ჩაის ბევრ სასარგებლო თვისებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პოზიტიური ზემოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მეხსიერებასა და წონის კლებაზე. მიუხედავად იმის, რომ ეს სასმელი კოფეინს არ შეიცავს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და წვავს ცხიმებს. ამასთან, ის ეხმარება საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის ტოქსინების დაგროვებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ამ ტიპის ჩაის ანთების საწინააღმდეგო თვისებები კარგად უმკლავდება ქრონიკულ დაავადებებს, ისევე როგორც ანთებითი პროცესების განვითარების პრევენციას ახდენს, რასაც შეუძლია ოქსიდაციური სტრესი გამოიწვიოს, და ამასთან, ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.


აიურვედულ ჩაიზე ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს კოგნიტურ ჯანმრთელობაზე და შეამციროს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი.


როგორ მოვამზადოთ აიურვერდული ჩაი?


როგორც ზემოთ ვახსენეთ, აიურვერდული ჩაის სამი სახეობაა: ვატა, პიტა და კაფჰა. მცენარეული ინგრედიენტების რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს, თუმცა, ძირითადი რეცეპტები იშვიათად იცვლება. როგორც სხვა ნებისმიერი ბალახეული ნაყენი, აიურვერდული ჩაიც უნდა დავაყენოთ – მომზადების დრო მერყეობს 10 წუთამდე. თითოეული ინგრედიენტის რაოდენობა 1/4 ჩ.კ. მოათავსეთ ერთ ფინჯანში, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 წუთის მანძილზე ჰერმეტულად თავდახურულ მდგომარეობაში, გადაწურეთ და მიირთვით ოთახის ტემპერატურის (ცხელ მდგომარეობაში მისი მიღება გამაღიზიანებლად იმოქმედებს ორგანიზმზე).


image


ჩაი ვატას ინგრედიენტები

  • ცერეცო
  • მიხაკი
  • ჯინჯერი
  • დარიჩინი
  • ძირტკბილა
  • სტევია
ჩაი პიტას ინგრედიენტები

  • ჯინჯერი
  • ილი (კარდამონი)
  • დიდი კამა
  • ვარდის ფურცლები
  • ძირტკბილა
  • კვლიავი

კვლევა, რომელიც 2014 წელს ჟურნალში Complementary Therapies in Clinical Practice გამოქვეყნდა, აჩვენა რომ პიტაში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტი – კვლიავი ამცირებს LDL -ს ( ცუდი ქოლესტერინი), ტრიგლიციდების დონეს ორგანიზმში. ამასთან, მეცნიერებმა დაადგინეს რომ მცენარე ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის შემცირებას.


ჩაი კაფჰას ინგრედიენტები

  • მიხაკი
  • დარიჩინი
  • ძირტკბილა
  • ჯინჯერი
  • ილი (კარდამონი)
  • შავი პილპილი

ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას - ეხმარება საჭმლის მონელებასა და წონის კლებას.

არ მიიღოთ ჭარბი რაოდენობით. ერთ-ერთი იგრედიენტი, ძირტკბილა, შეიცავს გლიცირიზინს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა.



image

გაფრთხილება: აიურვედული ჩაი არ უნდა მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა და ბავშვებმა!


ასევე დაგაინტერესებთ:


ამ ხილის საოცარი თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის!


რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?


რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ


როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად თაფლის მეშვეობით


რატომ გვირჩევენ მედიკოსები ალოეს წყლის მიღებას განსაკუთრებით ზაფხულში?


რა საფრთხე გველის, თუ საკმარისი რაოდენობის ცილას არ ვიღებთ


თუ გსურთ, რომ ინტელექტუალი შვილი გყავდეთ და ტვინის ნაადრევი სიბერე აიცილოთ თავიდან, მაშინ ეს გაითვალისწინეთ!


იცით რატომ უნდა დავლიოთ ჟოლოს წვენი?


1
287
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
287
  
2022, 13 სექტემბერი, 0:44
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1