x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ ცოტნე..." - რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდნეტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"აი რატომ გაწირეს სასიკვდილოდ ცოტნე. აი როგორ უშლიდა ნერვებს ამ მოსკოვურ--ჭორვილურ ბოროტებას. აი რატომ დაივიწყა ყველამ გლდანელი ქოცაქტივისტი თავდამსხმელებიც. ჩემი სუბიექტური რწმენაა, რომ სუს-ის ეს მხეცური ოპერაცია აუცილებლად იქნება გაშიფრულ--გამოაშკარავებული" - ვკითხულობთ ქვეყნის პირველი ლეიბორისტის, შალვა ნთელაშვილის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. თავდაპირველად მას ჯერ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ივლისამდე დარჩა, ბოლოს კი მკურნალობის კურსი უკვე გერმანიაში გაიარა. დღესდღეობით, ცოტნე გამსახურდია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში გადის.






0
456
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
456