საქართველო "სოციოპათია ეს უბედური"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, 16:47 "ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "სოციოპათს"უწოდებს:"ვუყურებ, რომ ზუსტად ვიცი, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, საკუთარი სიმხდალე და შიშები დატანჯავს - სიცოცხლის ბოლომდე.სოციოპათია ეს უბედური."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და კობახიძის ქარდს აზიარებს.შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. გახარია კლინიკაში იქნა გადაყვანილი, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. მკურნალი ექიმის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება. ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან, რომლის ინფორმაციითაც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.110 შეფასება არ არის |