x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, ამ ფსკერზე მყოფმა მომწერა" - რა მისწერეს თაკო ჩარკვიანს

image


პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში იმ ადამიანის ვინაობას ასაჯაროებს ვინც მას "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში გაკეთებულ უწყინარ განცხადებაზე შეურაცხმყოფელი შეტყობინება მისწერა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აღნიშნული პიროვნება იდენტიფიცირებულია და ის ალტიმფოელია:


image


"და ეს, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველო მიყვარს!!!!! რა ბედნიერებაა რომ ეს "ფსკერზე" მყოფი შლამი ლუსტრირებულია და ეს ერთი სიკეთე მოიტანა ამ პერიოდმა! არადა ვთქვი "გენეტიკაში მეგრელები და სვანები მყავს თქო" და პასუხად ეს მომწერა ამ "ალტინფოს" ფკერმა...


შენ გაქვს ღორის და მოღალატის გენეტიკა" -აი ეს, ამ ფსკერზე მყოფმა "ალტინფოს" შლამმა მომწერა, ვთქვი რომ გენეტიკაში მეგრელები მყავს( დედისგან) და აქეთ სვანები თქო...... კიდევ კარგი ამათი ლუსტრირება მოხდა, ერთი სიკეთე ეს მოიტანა ამ პერიოდმა ...." - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


image


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის მისამართით შეურაცხმყოფელი შეტყობინება ზემოაღნიშნული პიროვნების მხრიდან მის "ჯორჯიან თაიმსში" გაკეთებულ ამ განცხადებას მოჰყვა:


"მეტყობა ხომ მეგრული გენეტიკა? სულ იყო საკითი, დამოუკიდებელ, ძლიერ, კარგ საქართველოში, მეგრული და სვანური ენა უნდა ისწავლებოდეს, ეს არის ჩვენი განძი. ნორმალურ დასავლური ტიპის საქართველოში ეს საგანძურია.


ამაში საშიშროებას ვერ ვხედავ, ეს საგანძურია, რომელსაც მოფრთიხულება სჭირდება. პოლიტიკური კონტექსტი სახელმწიფოს მხარეს უნდა იყოს, არ უნდა გყავდეს ვერაგი რუსული კონსტიტუცია, რომელიც ჟირინოვსკის გეგმით დააპირებს წაიყვანოს შენს სახელმწიფოში რაღაც".



0
390
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
390