პროფილაქტიკა ამ ხილის საოცარი თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის! 2022, 12 სექტემბერი, 8:14 რა არის შტოში?პატარა, მუქი წითელი კენკრაა წარმოშობით ჩრდილოეთ ამერიკიდან, მკვეთრად მჟავე გემო აქვს, რის გამოც ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც ბევრი სხვა კენკრა. შტოშის პროდუქტების უმეტესობას, როგორიცაა ჩირი და წვენი, ატკბობენ მოხმარებისთვის. მას ასევე უმატებენ ფუნთუშებში, მაფინებში, ნამცხვრებსა და ქერის კვერებში. მაშინ როდესაც ახალი შტოში ხელმისაწვდომია გვიან შემოდგომასა და ადრეულ ზამთარში, გაყინული კენკრითა და მისი ჩირით შეიძლება მთელი წლის მანძილზე ვისიამოვნოთ. კენკრა მდიდარია ჯანსაღი პოლიფენოლებით და გამოიყენება მეთვრამეტე საუკუნიდან საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. ასევე, ტრადიციულად გამოიყენება კუჭის დაავადებების, გულისრევისა და სისხლის დაავადებების სამკურნალოდ. კვებითი ღირებულებებიUSDA-ის თანახმად 1 ფინჯანი ახალი შტოში (100 გრ.) შეიცავს მხოლოდ 46 კალორიას. ეს პატარა წითელი კენკრა მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა: C, A, და K. ასევე შეიცავს შემდეგი სახის მინერალებს – კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და კალციუმი. ყველაზე საუკეთესო ნივთიერება, რაც შტოში შედის ბიოაქტიური ნაერთებია სახელად პროანტოციანიდები, რომლებიც ხელს უწყობენ ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებას. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიბოლო დროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ შტოშს დიდი პოტენციალი აქვს შეანელოს გარკვეული სახის სიმსივნის პროგრესირება. ამასთან, კურნავს საშარდე გზების ინფექციებს და ხელს უშლის წყლულების განვითარებას. გთავაზობთ, უფრო დეტალურად გადავხედოთ ამ საოცარი კენკრის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს: სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებიცხოველებზე ჩატარებული და კლინიკური კვლევების თანახმად, დამტკიცდა რომ შტოშს აქვს პოტენციალი შეაფერხოს გარკვეული სახის სიმსივნე. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Antioxidants, აჩვენა, რომ შტოშში შემავალი პროანტოციანიდები ხელს უწყობს ავტოფაგიისა (ლიზოსომების მიერ უჯრედების განადგურების პროცესი) და აპოპტოზის (უჯრედების სიკვდილი) შემცირებას. ასევე, კვლევამ, რომელიც The Journal of Nutrition –ში გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ კვერცეტინი – ფლავონოიდი, რომელსაც ეს მჟავე ხილი შეიცავს, ზღუდავს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, მათ შორის მკერდის, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის. სხვა ბიოაქტიური ნაერთები, როგორიცაა ტრიტერპენოიდები, ურსოლის მჟავა, ხელს უშლიან უჯრედების ზრდას ლეიკემიისა და ფილტვის კიბოს დროს. ანთების საწინააღმდეგო ეფექტიკვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში Advances in Nutrition გამოქვეყნდა, დაადგინეს, რომ შტოშის ქიმიური პროფილი განსხვავდება ყველა სხვა კენკრისგან. შტოში მდიდარია A–ტიპის პროანტოციანიდებით სხვა ხილში წარმოდგენილი B– ტიპის პროანტოციანიდინებთან შედარებით, რომელიც ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მკურნალობს საშარდე გზების ინფექციასშტოშის წვენს იყენებენ, როგორც დამატებით თერაპიას საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. ხელს უწყობს E. coli შემცირებას–საშარდე გზების, გაურთულებელი ინფექციების ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიკროორგანიზმი. კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Pharmaceutical Biology გამოქვეყნდა, შტოშის ექტრაქტს ან წვენს უნარი აქვს E. coli ინფექციით გამოწვეული ანთების ჩახშობა. თუმცა, უფრო მეტი შედეგის მისაღებად, კვლევები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება. პირის ღრუს ჯანმრთელობაPubMed-ის მონაცემთა ბაზის კვლევის ანალიზის შედეგების თანახმად, რომელიც Journal of Indian Society of Periodontology–ში გამოქვეყნდა, შტოშს შეუძლია შეინარჩუნოს პირის ღრუს ჯანმრთელობა. კენკრაში შემავალ ბიო-ნაერთებს დიდი პოტენციალი აქვს, რამდენადაც ანელებს მჟავის წარმოებას, რომელსაც გამოყოფს Streptococcus mutans (ამ სახეობის ბაქტერია იწვევს კბილების დაშლას. მისი ექსკრეციები შეიცავს მჟავას, რაც ზიანს აყენებს კბილის ზედაპირს. ქმნის ხვრელებს კბილებში. Streptococcus mutans ასევე იწვევს კბილების, ღრძილების და ენის ანთებას). ამას გარდა, შტოში აფერხებს პირის ღრუს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა კარიესი და პაროდონტიტი. არტერიული წნევა და გულის ჯანმრთელობა2007 ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Nutrition-ში გამოქვეყნდა, აღმოაჩინა, რომ შტოშში შემავალი პოლიფენოლები ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკებს და შეუძლია მაღალი არტერიული წნევის შემცირება. ფენოლის მჟავები, როგორიცაა ელაგინის მჟავა და ფლავონოიდები, ანტოციანინები ამცირებს LDL (ცუდი ქოლესტერინის) დაჟანგვის და თრომბოციტების აგრეგაციის შანსებს. ეს მნიშვნელოვნად ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. ათავისუფლებს წყლულებისგანჩინეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ შტოშში შემავალი პროანტოციანიდები ხელს უწყობს Helicobacter pylori ინფექციის ჩახშობას, რომელიც პეპტიური წყლულისა და კუჭის სიმსივნის მთავარი გამომწვევი მიზეზია. გაფრთხილება:დღემდე ცნობილი არ არის შტოშის მოხმარების შედეგად გამოვლენილი რაიმე სახის გვერდითი მოვლენების ან რისკების შესახებ. თუმცა, Urology Journal–ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ შტოშის წვენის გადაჭარბებულმა მიღებამ (დრეში 1 ლიტრაზე მეტი) შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ოქსალტის და შარდმჟავას კენჭების წარმოქმნის რისკები. ასევე, ის ადამიანები რომლებიც ვარფარინს იღებენ, არ უნდა მიირთვან შტოში გადაჭარბებული რაოდენობით, რამდენადაც ის შესაძლოა რეაქციაში შევიდეს ანტიკოაგულანტებთან და გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა. ამასთან, შტოშის წვენში, რომელიც ხელმისაწვდომია ბევრ მარკეტში, შაქრის შემცველობა მაღალია – ყველაზე კარგია მისი განსაზღვრული რაოდენობით ან უშაქრო წვენის მიღება. ასევე დაგაინტერესებთ: რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს? რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის? ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ 9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ! 8 მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება 398 4-ს მოსწონს
|