საქართველო
"თავგუდმოგლეჯილები გარბიან... შემოჰკრან განგაშის ზ-არი დროულად" - რას წერს თაკო ჩარკვიანი
2022, 10 სექტემბერი, 12:54
პარტია "კანონი და სამართლის"ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც რუსეთის "დაუმარცხებელ" არმიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპირატეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს რომ პუტინის არმია უკრაინას "თავქუდმოგლეჯილები" ტოვებს:
"წახნაგას ( გია გორდეზიანის )სიმღერა მომაგონდა "რა დილა თენდება"…..
თავგუდმოგლეჯილები გარბიან უკრაინიდან (z ) "პუტინის ზეკები" "ზედმიწევნით"
"ზედსართავი სახელებით"
ტყვიების "ზუზუნ-ზუზუნში"
მინდორში მიმოფანტულნი მინდვრის "ზაზუნებივით", ზ -ებუნებრივი ძალა შეეწიოს უკრაინას, რომელიც სამშობლოს იცავს, გამარჯვების ზ-ენიტიც გვენახოს, ზარ-ზეიმით გაებუნძურებიოთ პუტინის -ოკუპანტის ჯარი უკრაინიდან
კეთროვანის ზ-ანზალაკებით მოსიარულენი მთელს მსოფლიოში. რაშისტების ზ-უზუნი ზუმი და "სუსი" აღარ ისმოდეს სამყაროში. ზ-ანტად მოსიარულე ქართველებმაც შემოჰკრან განგაშის ზ-არი დროულად და ზ-ნეკეთილად და ზარ-ზეიმით ევლოს ჩემს პატარა და დიდ საქართველოს. მალე გამარჯვების ზ-არბაზანმაც გვამცნოს გამარჯვება დიდი! "- წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო "ოდიშინიუსი" ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით, წერს რომ უკრაინული შეიარაღებული ძალები ქალაქ იზიუმში შევიდნენ, სადაც მათ "რაშისტები"თეთრი ალმებით დახვდნენ:
"დღის მთავარი სენსაცია!!!!
ВСУ, უკრაინული შეიარაღებული ძალები იზიუმში შევიდა, – ამის შესახებ იტყობინება ნაცგვარდიის მებრძოლი და იზიუმის საქალაქო საბჭოს ექს-დეპუტატი მიკიტა კარაკაი, რომელიც წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა თეთრი დროშები ააფრიალეს! ინფორმაცია ოფიციალურ დადასტურებას საჭიროებს."
ცნობისთვის, ცოტა ხნის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტ დასახლებაზე კონტროლის აღდგენის შესახებ ისაუბრა:
"ჩვენი არმია, უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით წარმატებით აგრძელებს აქტიურ მოქმედებას. მადლობა ჩვენს ბიჭებსა და გოგოებს, მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან!" - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.