x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კატას 10 დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობის ხარჯების დაზოგვა შეუძლია

მკვლევართა ჯგუფებმა, რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს შორის კავშირს და ურთიერთობებს სწავლობენ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე აღმოჩენა გააკეთა, რითაც ადამიანის ჯანმრთელობაზე, კატების დადებითი გავლენის ფაქტი დაამტკიცა. ახლა, სხვა ცხოველებთან შედარებით, ისედაც ტრადიციული უპირატესობის გარდა, ეს კრუტუნა არსებები, შესაძლებელია, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს, სრულფასოვან სამედიცინო საშუალებად იქცნენ. თქვენს ბინაში ჩასახლებულ, თუნდაც, ერთ პატარა კნუტს, შეუძლია არაერთი დაავადების პროფილაქტიკაში და დამარცხებაში დაგეხმაროთ. მათ შორის:


image


1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზება


მინესოტის უნივერსიტეტის მონაცემებით, კატებზე მზრუნველობა გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკს 30-40% ამცირებს (სამწუხაროდ, ძაღლების მფლობელებზე ეს წესი არ ვრცელდება). მათ შორის, ეს ეხება მოულოდნელ შეტევებსაც, რომელიც მთელს მსოფლიოში, სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის. უნივერსიტეტის კვლევის შედეგებს, აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტიც ეთანხმება. რომლის განცხადებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათქვამია რომ: კატების ბედნიერ მფლობელები, გულის შეტევის შემდეგ, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, გამოჯანმრთელების შანსი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც კატა არა ჰყავს.


2. იმუნური სისტემის შენარჩუნება


imageდადებითი ემოციები, რომლებსაც კატები თავიანთი ქცევით იწვევენ, კარგი სტიმულატორია ადამიანის იმუნური სისტემისთვის. ეს ცხოველები კომპენსაციას უკეთებენ სოციალური ურთიერთობის დეფიციტს, ეხმარებიან ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში და იძულებულებს ხდიან მათ, რომ ეთამაშონ, რაც ასევე დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე.


3. ალერგიისა და სასუნთქი გზების პრობლემების თავიდან აცილება


ბავშვები, რომლებსაც ზრდის პროცესში კატებთან (ძაღლებთან) აქვთ კონტაქტი, ალერგიის წინააღმდეგ, თავისებურ, ბუნებრივ იმუნიზაციას იღებენ. გარდა ამისა, ბავშვი ადრეული ასაკიდან სწავლობს ცხოველების სიყვარულს და უფრო მარტივად შედის კონტაქტში თანატოლებთან.


4. სისხლის წნევის დაწევა–დარეგულირება


კატაზე უბრალოდ ხელის გადასმა – რელაქსაციის კარგი მეთოდია, რომელიც ქვემოთ სწევს მაღალ სისხლის წნევას. დადგენილია, რომ კატების მფლობელები უფრო ნაკლებად იტანჯებიან ჰიპერტონიით, ვიდრე ისინი, ვისაც სახლში კატა არა ჰყავს.


5. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის შემცირება


imageამ ნივთიერებების შემცირების ძირითადი საშუალება სპეციალური დიეტა და ფიზიკური ვარჯიში არის. თუმცა, კატა ამ თერაპიის კარგი დანამატია შეიძლება იყო.


6. ინსულტის რისკის შემცირება


სულ ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, კატაზე მზრუნველობა, ინსულტის პოტენციურ რაოდენობას 1/3-ჯერ ამცირებს. მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.


7. ძვლებისა და კუნთების აღდგენა


კატა კრუტუნის დროს, გამოსცემს ბგერებს, რომლის სიხშირე 20-140 ჰერცის ფარგლებში მერყეობს. რაც, თავისთავად, მნიშვნელოვან სამკურნალო ეფექტს იძლევა. მოტეხილი ძვლების უფრო სწრაფად შეზრდა – 25-დან 50-მდე ჰც სიხშირეზე ხდება (დადებით შედეგს 100-200 ჰც. სიხშირეც იძლევა). რბილი ქსოვილები, კერძოდ კუნთები, მყესები და იოგები, ასევე სწრაფად აღდგება, ამ დამამშვიდებელი ბგერების ფონზე. იგივე ეხება სხვადასხვა ინფექციებს და სისხლჩაქცევებს.


8. სტრესის დამარცხება


ცხოვრების ის ტემპი, რომლითაც დღეს ადამიანების უმრავლესობას უწევს ცხოვრება, მათ აიძულებს უფრო მეტი იმუშაონ და ერთმანეთთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ. კატასთან ურთიერთობა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობას აბალანსებს. ჩვეულებრივ, ადამიანები პრობლემების შესახებ, სხვა ადამიანებს უყვებიან, რომ დარდი შეიმსუბუქონ. კატა კი, რომელსაც ადამიანის კალთაში სძინავს, ყოველგვარ პრობლემას ავიწყებს მას და მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და შინაგან დაძაბულობას.


9. ბუნება–განწყობის გამოკეთება და დეპრესიის მოცილება


imageბიოლოგები ამტკიცებენ, რომ კატები არასოციალური მტაცებლები არიან, მაგრამ ამ საყვარელი მონადირეების მფლობელები, მათ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. კატებს ისეთი სიყვარული და მეგობრობა შეუძლიათ, როგორსაც ვერ შეძლებს ბევრი ადამიანი. იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ცოცხალი არსება ასე არის მასზე მიჯაჭვული, ყოველთვის ხასიათზე მოიყვანს ადამიანს, ცხოვრების ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.


10. მარტოობის გრძნობის დამარცხება


კატებთან ურთიერთობა, სოციალურ ასპექტში, ადამიანებთან ურთიერთობაზე ნაკლები არ არის. თუ გარკვეული მიზეზების გამო, ადამიანი განიცდის მეგობრების მხარდაჭერის დეფიციტს, კატა დაეხმარება მას, მარტოობის გრძნობის დამარცხებაში. დღეს ოჯახები ისეთი დიდი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ამიტომ მშობლები, რომელთა შვილებიც გაიზარდნენ და ცალკე ცხოვრობენ, ძალიან ხშირად, კატას იყვანენ.

image

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გამო, კატების მფლობელებს იშვიათად უწევს სამედიცინო დაწესებულებებში სტუმრობა. და თუ მაინც დასჭირდათ ექიმი, ისინი უფრო სწრაფად ამარცხებენ ავადმყოფობას, ვიდრე სხვები, იგივე სიტუაციაში. ასე, რომ, კატა ფულის დაზოგვის კარგი საშუალებაა. მათი საკვები ბევრად იაფი ღირს, ვიდრე ძვირადღირებული მედიკამენტები. ადრე ძაღლი ითვლებოდა სახლის თერაპევტად. მაგრამ, როგორც ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს შორის, კატები ყველაზე საუკეთესო მკურნალები არიან.


image


არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს

* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...

* მარტივი ლოგიკური კითხვა, რომელიც უმრავლესობას აბნევს (პასუხი აქვს)

* საკონდიტრო რჩევები, ცხობის ხარისხის გასაუმჯობესებლად

* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები

* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



1
362
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
362
  
2022, 13 სექტემბერი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1