x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ

კატები იძულებულები არია ქალაქებში იცხოვრონ, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც მათი ცხოვრების არეალი ადამიანების გვერდით არის. მათ საუკუნეების მანძილზე მოუხდათ გარკვეული ჩვევების გამომუშავება იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრების წესს მოერგონ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ცხოველისთვის მტაცებლების რიგიდან.

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ფუმფულა არსებების შესახებ... ციფრებში:


imageimageკატას ცხვირში 100 მლნ. ყნოსვის უჯრედი აქვს


ეს მაჩვენებელი, ჩვენს ცხვირში არსებულ ყნოსვის უჯრედებს 17-ჯერ აღემატება. იმისთვის რომ კატამ «სუნი გაიგოს», ჰაერის 1 მ³ -ზე, სუნის მატარებელი 8 მოლეკულის არსებობა სავსებით საკმარისია. შედარებისთვის, ადამიანს სუნის შესაცნობად, ჰაერის იგივე მოცულობაზე, 320 მოლეკულა ესაჭირეობა.
image

5 კატა ერთდროულად, 1 კატის ნაშიერების მამა შეიძლება იყოს


დიდ ქალაქებში, გამრავლების პერიოდში, ძუ კატების 80%-ს რამდენომე კატასთან აქვს ერთდროულად ურთიერთობა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ კნუტები ერთმანეთისგან განსხვავებულები გაჩნდებიან.
image

სახლის კატების 25% — ამბიდექსტერია


ანუ ერთნაირად ხმარობენ მარჯვენა და მარცხენა თათებს. ამასთან, ბელფოსტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების თანახმად, ცაციები უფრო მეტად ხვადი კატები არიან, ხოლო მემარჯვენეები — ძუ კატები. ის, თუ რომელ თათს უფრო ხშირად იხმარს კატა, ჰორმონებზე არის დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ ჰორმონი ტესტოსტერონის მაღალი დონე თრგუნავს კატის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს აქტივობას.

image

კატის 9 სიცოცხლე


იმის გამო, რომ კატას დრეკადი ხერხემალი აქვს და ლავიწის ძვალი არ გააჩნია, მას ადვილად შეუძლია ჰაერში 180° გადბრუნება. გავრცელებული აზრის თანახმად, მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, კატა ყოველთვის თათებზე ეცემა და ცოცხალი რჩება. სწორედ ამის გამო არსებობს მითი კატის 9 სიცოცხლის შესახებ.

რაც შეეხება აზრს – კატის ყოველთვის თათებზე დაცემის შესახებ, არც ეს არის მართალი. კატა ჩვეულებრივი ცოცხალი არსებაა და ისიც შეიძლება, ვარდნის დროს, დაიბნეს ან დრო არ ეყოს მოსამზადებლად და მიწაზე დაცემისას დაიმტვრეს.

image

67, 8 დბ — ასეთია 13 წლის მერლინის კრუტუნის ხმა


ამ უჩვეულო ხმის წყალობით, დევონის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი) მცხოვრები კატა გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა. ეს ისეთივე ხმა არის, რომელსაც მტვერსასრუტი გამოსცემს და ექიმების აზრით, ადამიანს, ასეთი ხმით ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია, ნერვული სისტემა დაუზიანდეს.

image200 დბ — ასეთ ხმას გამოსცემენ ველური კატები შეწყვილების პერიოდში


«მარტის სიმღერები» ადამიანის ყურს ძალიან ცუდად ხვდება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მოშინაურებული კატების კნავილის ხანგრძლივობა 0, 84 წამი გრძელდება, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, ველური კატების კნავილის ხანგრძლივობასთან შედარებით.

image

97 კმ/სთ — მაქსიმალური სიჩქარეა, რომელსაც კატა ავითარებს, სიმაღლიდან ვარდნის დროს


ამერიკელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ კატისთვის ყველაზე მეტად სახიფათო 23–37 მ-დან (7-12 სართულები) გადმოვარდნა არის. შედარებით მაღალი სიმაღლიდან ვარდნისას, ჰაერის წინააღმდეგობის ზრდის წყალობით, ის «უკეთესად» ეცემა.

image

ამურული ტყის კატა, რომელიც სახლის კატაზე ცოტა დიდია, ზამთარში 9 კგ-ს იწონის


ამურული კატა, რომლის გავრცელების არეალი შორეული აღმოსავლეთის და იაპონიის ტყეები არის, ტროპიკული ბენგალური კატის ქვესახეობას წარმოადგენს. მკაცრი ზამთრის პირობებში, ამ სახეობის კატები, იძულებულები არიან წონაში მოიმატონ (ცხიმის სქელი ფენა მათ სიცივისგან იცავს). ხოლო გაზაფხულზე, მათი სხეულის მასის განახევრება ხდება, რომ გამრავლება შეძლონ. რაც დაახლოებით იგივეა, რომ საშუალო სტატისტიკურმა მამაკაცმა, 1-2 კვირაში წონაში 140 კგ-მდე მოიმატოს, ხოლო შემდეგ, იმავე პერიოდში, ძველ წონას დაუბრუნდეს. ასეთ დატვირთვას ადამიანის გული ნამდვილად ვერ გაუძლებს.

image

კვლევის თანახმად, კატებს ისეთი ცუდი ხარისხის სპერმა აქვთ, რომ ადამიანები რომ იყვნენ, 24-დან 21 უშვილო იქნებოდა


თუმცა როგორც ცნობილია, კატები ძალიან კარგად და წარმატებით მრავლდებიან, რაც მათში არსებული ალტერნატიული მაკომპენსირებელი მექანიზმით არის განპირობებული. მაგ., ფოცხვერის სპერმის ხარისხი გამრავლების პერიოდში უმჯობესდება, ხოლო სხვა პერიოდში, მისი აქტობა მცირე არის.
image

20 წლის კატა, სახელად სთაბსი ქ. ტალკიტნის საპატიო მერია


ალასკის შტატის სამხრეთ ნაწილში, ერთ პატარა ქალაქში უბედურება მოხდა. თავს დაესხნენ ქალაქის მერს, რომლის შედეგად, ადმინისტრაციის თავკაცს ერთი ნეკნი ჩაემტვრა, ფილტვი დაუზიანდა და ჭრილობა ჰქონდა თეძოს არეში. ის სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის მანძილზე, მკურნალობის კურსს გადიოდა. ყველა ძალიან ნერვიულობდა მერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, და ეს გასაგებიც იყო — მას ხომ არ შეეძლო იმის თქმა, თუ როგორ გრძნობდა თავს. იმიტომ, რომ ის კატა იყო.


image


სთაბსი 1997 წ. დაიბადა. ის, სხვა კნუტებთან ერთად, Nagley’s General Store მაღაზიის თანამშრომელმა ლორი სტეკმა ავტოსადგომზე დატოვებულ ყუთში აღმოაჩინა. სხვა კნუტებისგან ის იმით გამოირჩეოდა, რომ კუდი არა ჰქონდა და ფერითაც განსხვავებული იყო.
ლორიმ უკუდო კნუტის აყვანა გადაწყვიტა. მან პატარას «stubby» დაარქვა და იქვე მაღაზიაში დაასახლა. კნუტი მალე მთელმა ქალაქმა გაიცნი და იმავე წელს, მერადაც აირჩიეს.
ლეგენდის თანახმად, სთაბსის სახელი ამომრჩევლებმა თავად ჩაწერეს საარჩევნო ბიულეტინებში და ასე გახდა კატა ე. წ. write-in candidate (ჩაწერილი კანდიდატი) და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების პრეტენდენტი, რომელსაც სიებში მისი სახელის არ არსებობის მიუხედავად, შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. შედეგად, სთებსმა გაიმარჯვა, მიიღო რა ამომრჩევლების ხმების უმრავლესობა.
სინამდვილეში, ტალკიტნაში ოფიციალური არჩევნები არ ტარდება და არც ქალაქის ადმინისტრაციის არჩევა ხდება. რადგან ეს ქალაქი თემთაშორის ტერიტორიად ითვლება და პირდაპირ არცერთი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არ შედის. ფორმალურად ქალაქს ქ. მოროს მერი მართავს. რაც შეეხება სთებსს, ის საპატიო მერად საზოგადოებრივ შეკრებაზე აირჩიეს, რომ ტურისტების ყურადღება მიექციათ.
კატამ ისე კარგად შეასრულა დაკისრებულ მოვალეობებს, რომ 2012 წელს, ის ხელმეორედ აირჩიეს ადმინისტრაციის უფროსად, რითაც ისევ მიიქციეს მასმედიის და მოგზაურების ყურადღება.
ზემოთ ხსენებული უბედურება კი 2013 წ. აგვისტოში მოხდა. კატას თავს ძაღლი დაესხა და თითქმის სასიკვდილოდ დაგლიჯა. ლორიმ კატა ვეტერენარულ კლინიკაში მიიყვანა, ხოლო ქალაქის მოსახლეობამ მკურნალობის თანხა შეაგროვა. კატა ხელოვნური სუნთქვის აპრატზე რამდენიმე დღე იყო მიერთებული. მკურნალობის ხარჯმა კი 2 000 დოლარი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკიდან გამოწერის მომენტში, ქალაქის მერს საჭიროზე მეტი თანხა ჰქონდა და ლორიმ შეგროვილი ფულიუს ნაწილი უპატრონო ცხოველების თავშესაფარს გადასცა.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ყველაზე ლამაზი კატის ჯიშები მსოფლიოში

კატები. დაკვირვების შედეგები და სტატისტიკა

კატებთან დაკავშირებული ცრურწმენები და ნიშნები

უცხოპლანეტელი კატა

ფრთიანი კატები

10 მიზეზი იმასა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა

კატები, რომლებიც მუდმივად კნუტებად რჩებიან

კატების საქმე

0
730
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
730
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0