x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
"პრო*ჭები რატომ ხართ? ...არ ვიცი კვარმდე მიაღწევს თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ.. " - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

image


მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ბოლო პერიოდში წარმატებული ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ აურზაურს სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით ეხმაურება და "ნაპოლიში" მოთამაშე "კვარადონად" წოდებულ სპორტსმენს საჯაროდ მიმართავს:


"ერთხელ კვარაცხელიასაც ჰკითხეთ თქვენზე რას ფიქრობს, ნუ საერთოდ თუ იცის ვინ ხართ.


ან უგულშემატკივრეთ ან შეეშვით.


რას ითხოვთ? თან 7-ჯერ ივარჯიშოს დღეში და თან უნდა ერკვეოდეს, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რისკებს აანალიზებდეს, ჭვრეტდეს საფრთხეებს, ზედმიწევნით იცოდეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია, იცოდეს სამი მკვდარი ენა, უსმენდეს შუბერტს და ჰერბი ჰენკოკს, ერკვეოდეს კუბიზმში და ამავდროულად კოსმოსს სწავლობდეს.


დიდი სპორტსმენი ბიბლიოთეკაში ვერ გახდები. ზოგმა მთელი ცხოვრება განათლებას დაუთმეთ, ბევრმა მართლა მიიღეთ ზღვა ინფორმაცია მაგრამ მაინც პრო*ჭები რატომ ხართ? არ ვიცი კვარმდე მიაღწევს თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ მაინც მივმართავ.


ხვიჩა, შენ უკვე შეცვალე ბევრი რამე უკეთესობისკენ და დარწმუნებული ვარ უფრო მეტს შეცვლი!


ბევრი ემიგრანტია ჩემი გვერდის გამომწერი და ისინი ბედნიერები არიან იმით რომ ის ადამიანები ვისთანაც მომვლელებად, მოახლეებად და დამხმარეებად მუშაობენ უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან, იმ დღიდან როცა გაიგეს რომ კვარაც ქართველია ❤️


პატარა ქვეყნის შვილი ხარ და შენ შეგიძლია ჩვენი ქვეყანა გააცნო მსოფლიოს ისე როგორც ბევრმა დიდმა ვარკვლამბა თავისი პატარა ქვეყანა გაგვაცნო!


აბა შენ იცი ბიჯო! ❤️????????" - წერს გიორგი სუხიტაშვილი.


0
712
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
712