x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"რა ამბავი ატყდა, "იმედზე" ხომ არ გადავსულვართ"... ვისი „სკრიპკა" ვის როიალშია?“ - თამუნა ლეკვეიშვილი
image

.

"რა ამ­ბა­ვი ატყდა, "იმედ­ზე" ხომ არ გა­დავ­სულ­ვართ", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის" მსა­ხი­ო­ბი თა­მარ ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი სტუ­დი­ა­სა და "მთა­ვარ არხს" შო­რის წარ­მო­შო­ბილ უთან­ხმო­ე­ბას, რაც მოჰ­ყვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სტუ­დია ახა­ლი სე­ზო­ნი­დან, თა­ვი­სი გა­და­ცე­მე­ბით, "ტვ პირ­ველ­ზე" გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

.


მანამდე ლეკვეიშვილმა დაწერა:

.

ძალიან საწყენია რა განცხადებითაც გამოგვაცილეს “მეგობრებმა"
ფული მართლა ყველაფერი არ არის!

.

„ვისი ფუნჯი (თუ “სკრიპკა") ვის როიალშიაო - თქვა ერთხელ ჩემმა საყვარელმა პედაგოგმა ბიძინა კვერნაძემ“.

.


"მო­გე­სალ­მე­ბით, რო­გორც იცით, "მთა­ვარ არხზე" ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო და­ი­ხუ­რა ჩვე­ნი ყვე­ლა გა­და­ცე­მა და გვქონ­და იძუ­ლე­ბი­თი პა­უ­ზა. ახა­ლი სე­ზო­ნი­დან შევ­ხვდე­ბით TV Pirveli • ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის ეთერ­ში. ვე­ლო­დე­ბით ჩვენს ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში, იგი­ვე დღეს და იგი­ვე დროს", - და­წე­რა ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა 1-ელ სექ­ტემ­ბერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რა­საც მოჰ­ყვა "მთა­ვა­რი არ­ხის" პა­სუ­ხი, არ­ხის გან­ცხა­დე­ბით, "ვა­ნოს შოუს" გუნ­დი აღ­მოჩ­ნდა ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ხის წი­ნა­შე შექ­მნი­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ახალ რე­ა­ლო­ბას ვერ მო­ერ­გე­ბო­და და და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია.

.
ამას საკ­მა­ოდ მკვა­ხედ უპა­სუ­ხა ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.


"მთა­ვა­რი არ­ხის’’ მხრი­დან ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბა და ჩვენ­თვის ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, არის პირ­და­პირ გე­ტყვით, სრუ­ლი უნა­მუ­სო­ბა და ბო­რო­ტე­ბა. მივ­მარ­თავ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორს: უკად­რე­ბელს ნუ კად­რუ­ლობ, ‘’მე­გო­ბა­რო’’, ერ­თგუ­ლე­ბა­ზე კრი­ტი­კას ვერ მი­ვი­ღებთ, რად­გან ვთვლით, რომ ერ­თგუ­ლე­ბა უნდა იყოს ორ­მხრი­ვი და არა ცალ­მხრი­ვი", - და­წე­რა მან.

.

ვანო ჯავახიშვილის გუნდსა და „მთავარი არხის“ მენეჯმენტს შორის დაპირისპირება გრძელდება. ისინი საჯარო განცხადებებით ეპასუხებიან ერთმანეთს და მიაჩნიათ, რომ მეორე მხარემ უკადრებელი იკადრა. მთავარმა არხმა გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში დაწერა, რომ ჯავახიშვილის შემცვლელი უკვე ნაპოვნია და იგივე დროს, იგივე არხზე იუმორისტულ შოუს გაუძღვება. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ვინ იქნებოდა ვანოს შემცვლელი, თუმცა, ამჯერად უკვე ვრცელდება, რომ „მთავარი არხი“ ვანო ჯავახიშვილს ილო ბეროშვილით ჩაანაცვლებს.

.
ამ ინფორმაციას კულუარებში უკვე ადასტურებენ. რა სახელწოდება ექნება იუმორისტულ შოუს ჯერ უცნობია და ტელეკომპანია დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ არხს სურს ნაკლები პოლიტიკური იუმორი იყოს მასში წარმოდგენილი. ილო ბეროშვილს ამ ფორმატის იუმორისტული გადაცემა რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უკვე მიჰყავდა.


სულ რამდენიმე დღეში მთავარი არხიცა და "ტვ პირველიც" პარასკევობით 22 საათზე იუმორისტული გადაცემის ახალ სეზონს დაიწყებს და ორივე არხის დეტალები გაირკვევა.

.

ნიკა გვარამია ამ დაპირისპირებაში ცხადია თავისსავე არხს მიემხრო და ციხიდან გავრცელებული განცხადებით მხარი მთავარი არხის გუნდს დაუჭირა, მაყურებელს კი მოუწოდა, ახალ გადაცემას დაელოდონ იგივე დღეს და ახალ წამყვანს უგულშემატკივრონ. ამით მან ირიბად გააკრიტიკა ვანოს გუნდი და არაფერი უთქვამს მათ საქებრად. თამუნა ლეკვეიშვილმაც დაწერა, რომ სამწუხაროა მისი კოლეგების რეაქციები.

.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ კი გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ "ვანოს შოუს" გუნდის გვერდით გაწევა უსამართლობაა და მათი წვლილი არ უნდა დაივიწყონ.

.
ნოდარ მელაძემ დაწერა, რომ თუ მთავარი არხის რეიტინგს "ვანოს შოუს" იუმორისტული გუნდი აშენებდა, „ეტყობა ამ დროს ჩვენ მატყლს ვჩეჩავდით“-ო. ინგა გრიგოლიამაც დაწერა, რომ ვანოს შოუს ეთერის გარეშე დატოვება წარმოუდგენელი იქნებოდა, ამდენად მთავარ არხს არ უნდა გაკვირვებოდა, რომ თავის გადასარჩენად გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

.
თავად ვანო ჯავახიშვილი ამბობს, რომ თუ "მთავარზე" დარჩებოდა, იქ მხოლოდ "ვანოს შოუ" შენარჩუნდებოდა, სხვა გადაცემები და გუნდის დანარჩენი წევრები კი უსამსახუროდ დარჩებოდნენ. ამდენად, მათი გადაწყვეტილებით, არჩიეს "ტვ პირველის" შემოთავაზება მიეღოთ და სრული გუნდი ერთიანობის შესანარჩუნებლად "ტვ პირველზე" გადასულიყო.

0
474
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0