დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა- სამეფო ოჯახის წევრებს უკვე ახალი ტიტულები დაუმტკიცდათ
![დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II 96
წლის ასაკში გარდაიცვალა- სამეფო
ოჯახის წევრებს უკვე ახალი ტიტულები
დაუმტკიცდათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090910084389693.jpg)
ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შესახებ გუშინ, 8 სექტემბერს განაცხადა. ინფორმაცია The Guardian-სა და Sky News-ში გამოჩნდა. დედოფალი 96 წლის იყო. მანამდე ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, როდესაც ის ბალმორალის რეზიდენციაში იმყოფებოდა.
![დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II 96
წლის ასაკში გარდაიცვალა- სამეფო
ოჯახის წევრებს უკვე ახალი ტიტულები
დაუმტკიცდათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090910124889693.jpg)
ელიზაბეტ II ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივ მონარქი იყო. მას წინ უსწრებდა მხოლოდ საფრანგეთის მეფე ლუი XIV, რომელიც მართავდა 72 წელი და 110 დღე 1643 წლიდან 1715 წლამდე. ელიზაბეტ II ბრიტანეთის ტახტზე 1952 წელს 26 წლის ასაკში ავიდა მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. დედოფლის მეფობის პლატინის იუბილე 2022 წელს ფართოდ აღინიშნა.
დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ ბუკინგემის სასახლემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 73 წლის პრინცი ჩარლზი, ელიზაბეტ II-ის უფროსი ვაჟი, დიდი ბრიტანეთის მეფე ხდება.![დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II 96
წლის ასაკში გარდაიცვალა- სამეფო
ოჯახის წევრებს უკვე ახალი ტიტულები
დაუმტკიცდათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090910143489693.jpg)
უელსის პრინცი დაუყოვნებლივ გამოცხადებულია მეფედ, თუმცა მისი ოფიციალური კორონაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება. ჩარლზი, სავარაუდოდ, დღეს პრემიერ-მინისტრთან პირველ აუდიენციას გამართავს. ბოლო დროს ჩარლზი ხშირად ცვლიდა ელიზაბეტ II-ს ოფიციალურ ღონისძიებებზე. დედოფალი ელიზაბეტ II პარლამენტის სესიის გახსნის ცერემონიაში ჯანმრთელობის მიზეზების გამო არ მონაწილეობდა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ პრინცმა ჰარიმ ვერ მოასწრო ბებიასთან გამომშვიდობება. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად, ბალმორალში ძალიან გვიან ჩავიდა: როდესაც სამეფო ოჯახმა დედოფლის გარდაცვალება გამოაცხადა, ის შოტლანდიაში მიმავალ თვითმფრინავში იმყოფებოდა. ბალმორალში პრინცი ჰარი საღამოს 7:52 წუთზე მივიდა და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გლოვობდა დედოფლის სიკვდილს. ბრიტანულმა მედიამ ასევე ივარაუდა, რომ პრინც ჰარის დაგვიანებამ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა მის ძმასთან, პრინც უილიამთან. ჩხუბის მიზეზი პრინც ჰარის და მისი მეუღლის მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუები გახდა, სადაც ისინი სამეფო ოჯახში ცხოვრების შესახებ დეტალებს ყვებოდნენ.![დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II 96
წლის ასაკში გარდაიცვალა- სამეფო
ოჯახის წევრებს უკვე ახალი ტიტულები
დაუმტკიცდათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090910195489693.jpg)
სანამ მთელი მსოფლიო გლოვობს დედოფალ ელიზაბეტ II-ს, დასავლური მედია აგრძელებს იმ ცვლილებების დეტალების გაზიარებას, რაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სამწუხარო მოვლენასთან დაკავშირებით ხდება. ასე რომ, ცნობილი გახდა, რომ პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მიიღეს ახალი ტიტულები - ახლა ისინი იქნებიან კორნუოლისა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია.
ადრე წყვილი ცნობილი იყო როგორც კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, მათ მიიღეს ტიტულები, რომლებიც ეკუთვნოდა პრინც ჩარლზს და მისი მეუღლეს კამილა პარკერ-ბოულზის.![დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II 96
წლის ასაკში გარდაიცვალა- სამეფო
ოჯახის წევრებს უკვე ახალი ტიტულები
დაუმტკიცდათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022090910215389693.jpg)