შოუბიზნესი ბრიტნი სპირსმა შვილებს მიმართა - "თქვენ ჩემი კარგად ყოფნა გინდათ, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენთვის ფულის გადახდა განვაგრძო" 2022, 7 სექტემბერი, 13:49 ბრიტნი სპირსმა უმცროსი ვაჟის ჯეიდენის ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის შვუილებს მხოლოდ ფული სჭირდებათ. ჯეიდენმა თქვა, რომ იმედი აქვს დედასთან დაკავშირების და „ილოცებს მისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს“. მან ასევე დაამატა, რომ პატივს სცემს თავის ბაბუას ჯეიმი სპირსს, რომლის მეურვეობის ქვეშაც მომღერალი 13 წლით იყო და თვლის, რომ იგი ზრუნავდა მისი ქალიშვილის კეთილდღეობაზე. თავად ბრიტნი სპირსმა მამას ბრალი დასდო უფლებამოსილების გადამეტებაში და მეურვეობის ქვეშ გატარებული წლები ციხეს შეადარა. “ჯეიდენ, როცა ამბობ, რომ ილოცებ, რომ გამოვჯანმრთელდე... კონკრეტულად რისთვის აპირებ ლოცვას? თქვენ გინდათ, კარგად ვიყო, რათა მამათქვენს თვეში $40, 000 გადაუხადო." ბრიტნიმ ასევე განაცხადა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან მისი მშობლებისგან და დისგან: 316 1-ს მოსწონს
|