x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ასეთებსაც ღალატობენ! - ცნობილი ქალბატონები, რომლებსაც ქმრებმა უღალატეს

image


ყველაზე ლამაზი, წარმატებული და ერთი შეხედვით, სრულიად იდეალური ვარსკვლავი ქალბატონებიც კი საკუთარი მეორე ნახევრების მხრიდან ხშირად ღალატის მსხვერპლი ხდებიან. ძნელია იმის თქმა რას უნდა ეძებდნენ ასეთი ქალღმერთების გვერდით მყოფი კაცები გვერდზე? თუმცა ღალატის ფაქტები ფაქტებად რჩება, სამწუხაროდ, ყველაზე ლამაზ და რომანტიკულ სასიყვარულო ისტორიებსაც კი შეიძლება სევდიანი ფინალი ჰქონდეთ. მოდით, ერთად ვნახოთ როგორ რეაგირებენ ცნობილი ლამაზმანები საკუთარი მეორე ნახევრების ღალატზე.





ემილი რატაკოვსკი და სებასტიან ბეარ-მაკლარდი


image


2022 წლის ზაფხულში მოდელი და მშვენიერი სხეულის მქონე ვარსკვლავი, რომლის იდეალური პარამეტრები მშობიარობამაც კი ვერ შეცვალა, საზოგადოების წინაშე საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა. ყველა მარჩიელობდა რა ბედი ეწია მის 4 წლიან ქორწინებას? ნუთუ იჩხუბეს? სიმართლე გაცილებით უარესი აღმოჩნდა: მოდელმა ქმრის მრავალრიცხოვანი ღალატის შესახებ შეიტყო და დაშორება გადაწყვიტა. "დიახ, მან არაერთხელ უღალატა ემილის, და ეს ამაზრზენია. ის უბრალოდ ცხოველია", - განუცხადეს ემილის მეგობრებმა ყოველგვარი ზედმეტი მოკრძალების გარეშე უცხოურ მედიას. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვალში წყვილმა სამთვიანი რომანის შემდეგ ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტა. მათ ბედნიერ ქორწინებაში, როგორც ბევრს ეჩვენებოდა ყველაფერი შესანიშნავად იყო - ერთი წლის წინ ემილიმ ვაჟი, სილვესტერი გააჩინა.





შაკირა და ჟერარ პიკე


image


კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკე 12 წელი ერთად იყვნენ - 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მათ რომანს ყველა სულგანაბული ადევნებდა თვალს. მართალია, ვარსკვლავები ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ურთიერთობიდან მათ ორი ვაჟი ჰყავთ. ამბავი წყვილის დაშორების შესახებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა: გაირკვა, რომ პიკე, ცხოვრების მეგზურის ზურგს უკან, საკმაოდ შეუფერებელ ცხოვრების წესს ეწეოდა და დროს სხვა ქალთან ერთად ატარებდა, რომელთანაც შაკირამ ის საბოლოოდ, გამოიჭირა კიდეც. მომღერალი ბავშვებთან ერთად ბარსელონადან ამერიკაში გადავიდა, თუმცა მანამდე მან მოღალატეს გამოსასყიდი გადაუხადა, ვინაიდან ის შვილების გაშვებაზე უარს ამბობდა, გულშემატკივრები ახლა მინიშნებებს მომღერლის შემოქმედებაში ეძებენ. შაკირას ბოლო სინგლში "Te Felicito" არის სტრიქონები, რომლებიც ასე ითარგმნება: "ნაწილებად დავიმსხვრიე. ისინი მაფრთხილებდნენ, მაგრამ მე არ მესმოდა. არ გაბედო მითხრა, რომ ნანობ. გულწრფელად მეჩვენება, მაგრამ მე კარგად გიცნობ და ვიცი, რომ ცრუობ".






ბიონსე და ჯეი - ზი


image


ეს ძალიან გახმაურებული ისტორია იყო: "R&B" -ის დედოფალმა და უბადლო შემსრულებელმა ბიონსემ ქმრის ღალატის შედეგად მიღებული ტრავმა გამორჩეულ ალბომად "Lemonade"-ად აქცია. "გგონია, რომ სულელ გულუბრყვილოზე დაქორწინდი? მე ხომ ვგრძნობ, რომ შენს "Louis Vuitton"-ს სხვისი სუნამოს სუნი სდის"- ნათქვამია სიმღერაში - "All Night". შემდეგ ბიონსე მღერის, რომ მზად არის ქმარს საქციელი აპატიოს: "უკანასკნელად გაფრთხილებ. შენ ხომ რეალურად ცხოვრება მხოლოდ ჩემთან ერთად დაიწყე. თუ კი ეს კიდევ ერთელ განმეორდება - შენ, შენს ცოლს დაკარგავ". ალბომ "Lemonade"-ის გამოსვლის შემდეგ ჯეი-ზი მომხდარზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, რეპერმა ამის შესახებ "New York Times"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირველად ისაუბრა. "ქალებთან შეიძლება ემოციურად ჩაიკეტო... ჩემს შემთხვევაში, მე ჩემი ცოლისგან ძალიან ჩავიკეტე და სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი - მე მას ვუღალატე, "- აღიარა მომღერალმა. წყვილმა ამ განსაცდელის გადალახვა ორი თერაპიის - მუსიკალურის და ფსიქოლოგიურის წყალობით შეძლო. რაღა დაგვრეჩნია, იმედი ვიქონიოთ, რომ ჯეი - ზი თავის შეცდომებს აღარ გაიმეორებს.






ვიქტორია და დევიდ ბექჰემები


image


დევიდმა, ვიქტორია 2002 წელს "Spice Girls"-ის სიმღერა "Say you will be there"-ის ვიდეოკლიპში პირველად ნახა, სადაც მომავალი მის ბექჰემი "Posh Spice" - ის ფსევდონიმით მღეროდა და ცეკვავდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ფეხბურთელმა მომღერალი მატჩის შემდეგ გამართულ წვეულებაზე გაიცნო - და მათი მომაჯადოებელი რომანიც დაიწყო. ლამაზი ქორწილი, შვილების დაბადება - ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, რომ არა ერთი "მაგრამ" - დევიდი, ვიქტორიას ღალატობდა და, როგორც ჩანს, სისტემატურად, თუმცა ვიკი ქორწინების გადარჩენას ყველანაირად ცდილობდა და მაშინაც კი, როცა ბექჰემის რომანი ასისტენტ რებეკა ლუსთან გამოაშკარავდა, მან ქმარს მეასე შანსი მისცა და სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება მაინც არ შეიტანა. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა - და სულ არა აქვს მნიშვნელობა ხალხი რას იჭორავებს.




0
919
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
919