x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შეუძლებელია გამოიცნოთ თუ რა როლები დაასახელა ბელმონდომ საუკეთესოდ მის კარიერაში
image

დღეს 6 სექტემბერს ერთი წელი შესრულდა, რაც გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, მილიონობით ადამიანის კუმირი, გასული საუკუნის მეორე ნახევრის სექს-სიმბოლო ჟან-პოლ ბელმონდო.


ბელმონდოს კინოკარიერა 1957 წლიდან იწყება, ხოლო პირველი სერიოზული როლის მან მან ითამაშა ფილმში "იყავი ლამაზი და მოკეტე"(1958), აქვე შედგა სხვათა შორის ალენ დელონის დებიუტიც.მას შემდეგ მსახიობმა ითამაშა 80-ზე მეტ ფილმში, ჩვენში განსაკუთრებით პოპულარული გახდა სათავგადასავლო კომედიური ფილმებით, რომელიც საბჭოთა კინოგაქირავებამ ძირითადად 1970/80 იან წლებში შეიძინა, ეს ფილმებია"გამოუსწორებელი" "შესანიშნავი", ვინ ვინ არის", "თამაში ოთხი ხელისათვის", "ავანტურისტები" და რა თქმა უნდა "პროფესიონალი".


ჟან პოლ ბელმონდომ ნორმან შამპუსთან ინტერვიუში დაასახელა სამი ყველაზე საუკეთესო როლი თავის კარეიერის განმავლობაში, რომელიც ასე გამოიყურება:



1)"უკანასკნელ ამოსუნთქვამდე"(1960), ფილმი, რომელმაც პირველი პოპულარობა მოუპოვა მსახიობს.ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად, რაც კი ოდესმე გადაღებულა


ბელმონდოს მთავარ გმირს, მიშელ პუაკარს ჰყავს ნამდვილი პროტოტიპი - ნამდვილმა პუაკარმა 1952 წლის ნოემბერში გაიტაცა ავტომობილი, რათა ავადმყოფი დედა მოენახულებინა ლე ჰავრში და საბოლოოდ მოკლა მოტოციკლეტისტი პოლიციელი.


2) "ვიაჩა"-1961 წელი-ფრანგულ იტალიური ფილმი გადაღებული მარიო პრატეზის რომანის "მემკვიდროების " მიხედვით, სიუჟეტი ვითარდება ფლორენციაში 1885 წელს.


3) ლეონ მორენი, მღვდელი-1961-ფრანგულ იტალიური ფილმი,


ბარნი (ემანუელ რივა), რომელიც მარტო ზრდის თავის ქალიშვილს, მარტოობას განიცდის. მაგრამ პარტნიორის პოვნის შანსი ყოველწლიურად მცირდება, მალე იწყება ომი და ოკუპაცია. ზოგიერთი ქალაქის მცხოვრები ფარულად თანაუგრძნობს საფრანგეთის წინააღმდეგობას, მათ შორის ბარნიც. მაგრამ მას ეშინია თავისი ქალიშვილზე“ რომლის მამაც ებრაელი იყო და პირადი სიმშვიდისთვის ნათლავს ბავშვს და სოფელში აგზავნის. ეკლესიასთან ჩავლის დროს, იგი გადაწყვეტს შევიდეს იქ და გამოთქვას ყველაფერი, რასაც ფიქრობს რელიგიაზე. პირველსავე შემხვედრ მღვდლის მიახლის ცნობილ ფრაზას „რელიგია ხალხის ოპიუმია“. მაგრამ, მისდა გასაკვირად, აგრესია არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს ახალგაზრდა მღვდელ ლეონ მორინზე (ჟან-პოლ ბელმონდო). ის ბევრ რამეში ეთანხმება იმ პრობლემებსა და პათოსს, რაც რელიგიას გააჩნია მაგრამ ეპატიჟება მას და სთავაზობს თვით რწმენის შიგნით ჩახედოს. ბარნისთვის ეს შოკია.


რაც შეეხება საყვარელ ფილმი მისი მონაწილეობით, ბელმონდომ დაასახელა "შესანიშნავი"(1973წ), პაროდია ჯაშუშურ ბოევიკებზე, ღარიბ უიღბლო მწერალზე.რომელიც თავის ფანტაზიები საბეჭდ მანქანაზე გადააქვს.(კადრი ფილმიდან- მთავარი ფოტო)

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0