x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

ალკატრასის ციხის ონკანებში მხოლოდ თბილი წყალი მოდიოდა
image


ალკატრასის ციხეში ცივი მხოლოდ სასმელი წყალი იყო, რომელიც კუნძულზე სხვა პროდუქტებთან ერთად შეჰქონდათ. ხელ–პირის დაბანა და შხაპის მიღება კი, მხოლოდ თბილი წყლით შეიძლებოდა. ციხის თანამშრომლები თვლიდნენ, რომ გაქცევის შემთხვევაში, პატიმრებს, რომლებიც თბილ წყალზე იყვნენ დაჩვეულები, სან-ფრანცისკოს ყურის წყალი ძალიან ცივი მოეჩვენებოდათ და გაქცევას გადაიფიქრებდნენ. შესაძლებელია, სწორედ ამის გამო, ციხიდან გაქცევის თოთხმეტივე შემთხვევა, წარუმატებლად დასრულდა.


ციხე კი არა — სანატორიუმი
მეორე მსოფლიო ომის დროს, კანადაში მყოფ გერმანელ ტყვეებს ისე კარგად ეპყრობოდნენ, რომ ბევრმა მათგანმა, გათავისუფლების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება აღარ მოისურვა. ათასობით გერმანელი კანადაში დარჩა. ზოგიერთმა კი, განაცხადა, რომ კანადის ციხე საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე მათ ცხოვრებაში მოხდა.


მკვლელობაში მსჯავრდადებულმა ურთულესი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნეს
imageკრისტოფერ ჰევენსი


მკვლელობისთვის გასამართლებულმა კრისტოფერ ჰევენსმა, ციხეში უმაღლესი მათემატიკა შეისწავლა და თავსატეხი ამოხსნა, რომლის ამოხსნასაც, ევკლიდედან (ძვ. წ. აღრ. 325–265) დაწყებული, არაერთი მათემატიკოსი ცდილობდა. თავისი გამოთვლის შედეგები, მან სამეცნიერო ჟურნალში, 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნა.



უცნაური სასჯელი
1906 წელს სიეტლში (აშშ), ერთ ადამიანს, ლოთობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო, თავისუფლების აღკვეთა 1 წუთით მიუსაჯეს. თავდაპირველად, სასჯელი 6 თვეზე გააფორმეს, მაგრამ აპელაციის და სასამართლო გარჩევის შემდეგ, ის 1 წუთამდე შეამცირეს და მან ის მოიხადა. პატიმარი ციხეში მიიყვანეს, დაელოდნენ, ვიდრე წამების ისარი ერთ წრეს გააკეთებდა და გაუშვეს.


სასჯელის მოხდა კომფორტში
imageლა კათედრალის (ესპ. La Catedral – «ტაძარი») ციხის კომპლექსი, ენვიგადო, კოლუმბია

1991 წელს პაბლო ესკობარმა კოლუმბიის ხელისუფლებასთან შეთანხმება დადო, რომ თუ აშშ–ში მისი ექსტრადიცია არ მოხდებოდა, ის სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა და 5 წლით ციხეში ჩაჯდებოდა. ამისთვის მან საკუთარი ციხე კი ააშენა, რომელშიც იყო: საფეხბურთო მოედო, ცეკვის დარბაზი, ჩანჩქერი, ბარი, ჯაკუზი, საუნა და სხვა. ნათესავებს და მეგობრებს მასთან მისვლა ნებისმიერ დროს შეეძლოთ. უფრო სწორედ, პატიმარი თავად წყვეტდა, თუ როდის უნდა მოსულიყვნენ ისინი. ხოლო, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ციხესთან, ხუთ კილომეტრზე უფრო ახლოს, მიახლოება აკრძალული ჰქონდათ.



დანაშაულის ჩადენა უზრუნველი ცხოვრებისთვის

ხანდაზმული იაპონელები წვრილმან დანაშაულებს სჩადიან, რომ სიცოცხლის ბოლო წლები ციხეში გაატარონ. იაპონიაში პატიმრების მეოთხედი, 65 წელს გადაცილებულია.


ჰიჩკოკის მამამ პოლიციელს სთხოვა, რომ მისი შვილი ციხის კამერაში ჩაეკეტაimageალფრედ ჰიჩკოკი


როდესაც ალფრედი 5 წლის იყო, მამამ მას წერილი მისცა და პოლიციის განყოფილებაში გაგზავნა. პოლიციელმა წაიკითხა წერილი და ბიჭი, რამდენიმე წუთით, კამერაში ჩაკეტა და თან უთხრა: «აი, ასე ვექცევით ცელქ ბავშვებს, რომლებიც უფროსებს არ უჯერებენ!». ამ შემთხვევამ მომავალი რეჟისორი ისე შეაშინა, რომ სიცოცხლის ბოლომდე, პოლიციელების პანიკურად ეშინოდა.



«მე დავაშავებ — შენ ჩაჯდები...»
ხშირ შემთხვევაში, ნებისმიერი დანაშაულისთვის გასამართლებული მდიდარი ჩინელის ნაცვლად, სასჯელს მისი ორეული იხდის. ამ პრაქტიკას «დინ ცზუი» ჰქვია, რაც «ყალბ დამნაშავეს» ნიშნავს.


სასჯელის შემცირება წიგნის კითხვით
ამ შესაძლებლობით სარგებლობა ბრაზილიელ პატიმრებს შეუძლიათ. თითოეული წაკითხული წიგნისთვის, პატიმრობის ვადა ოთხი დღით მცირდება (მაქსიმალური წიგნების რაოდენობა, წელიწადში 12–ია, ანუ შესაძლებელია 1 წლის ვადის 48 დღით შემცირება). მაგრამ, პატიმარმა უნდა დაამტკიცოს, რომ წიგნი მართლაც წაიკითხა. ამის გაკეთება კი, შთაბეჭდილების შესახებ ანგარიშის დაწერით შეუძლიათ.


საბუთების გაყალბებისთვის დაპატიმრებული დამნაშავე, ციხიდან ვადაზე ადრე, ყალბი საბუთებით გამოვიდაimageციხე, რომელშიც ნილ მური იხდიდა სასჯელს


2015 წელს ნილ მური, პატიმარი რომელიც სასჯელს თაღლითობის მუხლით იხდიდა (მან დოკუმენტების გაყალბების გზით 2, 7 მლნ. დოლარი მიითვისა), ციხიდან ვადაზე ადრე, საკუთარი გათავისუფლების საბუთების გაყალბებით გამოვიდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს



2
618
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
618
  
2022, 8 სექტემბერი, 22:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2