სხვა 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ 2022, 7 სექტემბერი, 8:05 ალკატრასის ციხის ონკანებში მხოლოდ თბილი წყალი მოდიოდა ალკატრასის ციხეში ცივი მხოლოდ სასმელი წყალი იყო, რომელიც კუნძულზე სხვა პროდუქტებთან ერთად შეჰქონდათ. ხელ–პირის დაბანა და შხაპის მიღება კი, მხოლოდ თბილი წყლით შეიძლებოდა. ციხის თანამშრომლები თვლიდნენ, რომ გაქცევის შემთხვევაში, პატიმრებს, რომლებიც თბილ წყალზე იყვნენ დაჩვეულები, სან-ფრანცისკოს ყურის წყალი ძალიან ცივი მოეჩვენებოდათ და გაქცევას გადაიფიქრებდნენ. შესაძლებელია, სწორედ ამის გამო, ციხიდან გაქცევის თოთხმეტივე შემთხვევა, წარუმატებლად დასრულდა. ციხე კი არა — სანატორიუმი მკვლელობაში მსჯავრდადებულმა ურთულესი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნეს მკვლელობისთვის გასამართლებულმა კრისტოფერ ჰევენსმა, ციხეში უმაღლესი მათემატიკა შეისწავლა და თავსატეხი ამოხსნა, რომლის ამოხსნასაც, ევკლიდედან (ძვ. წ. აღრ. 325–265) დაწყებული, არაერთი მათემატიკოსი ცდილობდა. თავისი გამოთვლის შედეგები, მან სამეცნიერო ჟურნალში, 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნა.
სასჯელის მოხდა კომფორტში
1991 წელს პაბლო ესკობარმა კოლუმბიის ხელისუფლებასთან შეთანხმება დადო, რომ თუ აშშ–ში მისი ექსტრადიცია არ მოხდებოდა, ის სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა და 5 წლით ციხეში ჩაჯდებოდა. ამისთვის მან საკუთარი ციხე კი ააშენა, რომელშიც იყო: საფეხბურთო მოედო, ცეკვის დარბაზი, ჩანჩქერი, ბარი, ჯაკუზი, საუნა და სხვა. ნათესავებს და მეგობრებს მასთან მისვლა ნებისმიერ დროს შეეძლოთ. უფრო სწორედ, პატიმარი თავად წყვეტდა, თუ როდის უნდა მოსულიყვნენ ისინი. ხოლო, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ციხესთან, ხუთ კილომეტრზე უფრო ახლოს, მიახლოება აკრძალული ჰქონდათ.
ხანდაზმული იაპონელები წვრილმან დანაშაულებს სჩადიან, რომ სიცოცხლის ბოლო წლები ციხეში გაატარონ. იაპონიაში პატიმრების მეოთხედი, 65 წელს გადაცილებულია. ჰიჩკოკის მამამ პოლიციელს სთხოვა, რომ მისი შვილი ციხის კამერაში ჩაეკეტაალფრედ ჰიჩკოკი როდესაც ალფრედი 5 წლის იყო, მამამ მას წერილი მისცა და პოლიციის განყოფილებაში გაგზავნა. პოლიციელმა წაიკითხა წერილი და ბიჭი, რამდენიმე წუთით, კამერაში ჩაკეტა და თან უთხრა: «აი, ასე ვექცევით ცელქ ბავშვებს, რომლებიც უფროსებს არ უჯერებენ!». ამ შემთხვევამ მომავალი რეჟისორი ისე შეაშინა, რომ სიცოცხლის ბოლომდე, პოლიციელების პანიკურად ეშინოდა.
სასჯელის შემცირება წიგნის კითხვით საბუთების გაყალბებისთვის დაპატიმრებული დამნაშავე, ციხიდან ვადაზე ადრე, ყალბი საბუთებით გამოვიდაციხე, რომელშიც ნილ მური იხდიდა სასჯელს 2015 წელს ნილ მური, პატიმარი რომელიც სასჯელს თაღლითობის მუხლით იხდიდა (მან დოკუმენტების გაყალბების გზით 2, 7 მლნ. დოლარი მიითვისა), ციხიდან ვადაზე ადრე, საკუთარი გათავისუფლების საბუთების გაყალბებით გამოვიდა. * ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს615 2-ს მოსწონს
|