სხვა 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო 2022, 1 სექტემბერი, 8:28 კოკაინის მეფეს თავის უკანონო საქმიანობა, რომლითაც მან მნიშვნელოვანი ქონების დაგროვება შეძლო, არასდროს დაუმალავს. არა, მნიშვნელოვანი კი, არა, ძალიან მნიშვნელოვანი. ის კოკაინის მსოფლიო ბაზრის 80% აკონტროლებდა და ყოველკვირეულად, დაახლოებით, 420 მლნ. დოლარს გამოიმუშავებდა. ის ყველა დროის, ყველაზე მდიდარ ნარკობარონად ითვლება. აქ 7 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, სიკვდილის ფხვნილით ვაჭრობით გამდიდრებულ, ნარკოკარტელის ბოსსა და უგვირგვინო მეფეზე: 1. მხოლოდ ერთ წელიწადში, ესკობარის კარტელმა თითქმის 22 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2. ყოველწლიურად, პაბლოს, შეერთებულ შტატებში, კონტრაბანდის წესით, 15 ტონამდე კოკაინი შეჰქონდა. 3. ის, ყოველწლიურად, 2 მილიარდამდე დოლარს კარგავდა. მაგრამ, ეს პრობლემა არ იყო. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ «პაბლო იმდენ ფულს შოულობდა, რომ ყოველ წელს, თანხის 10% ჩამოწერა ხდებოდა: შენახულ ფულს ვირთხები ჭამდნენ, ნესტი აფუჭებდა ან, უბრალოდ, იკარგებოდა». 4. ესკობარი, ზედიზედ შვიდი წელი — 1987-დან – 1993– წლამდე — Forbes–ის მილიარდერების სიის, პირველ 3 ათეულში შედიოდა და უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წელს, მეშვიდე პოზიციამდეც კი ავიდა. 5. ყოველთვიურად, პაბლო 2500 დოლარს მხოლოდ კუპიურების შესაკრავ რეზინზე ხარჯავდა. 6. ერთხელ, როდესაც მისი ქალიშვილს მანუელას მთაში მდებარე თავშესაფარში შესცივდა, ესკობარმა გოგონას გასათბობად, 2 მილიონი დოლარი დაწვა. 7. 1991 წელს პაბლო ესკობარმა კოლუმბიის ხელისუფლებასთან შეთანხმება დადო, რომ თუ აშშ–ში მისი ექსტრადიცია არ მოხდებოდა, ის სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა და 5 წლით ციხეში ჩაჯდებოდა. ამისთვის მან საკუთარი ციხე კი ააშენა, რომელშიც იყო: საფეხბურთო მოედო, ცეკვის დარბაზი, ჩანჩქერი, ბარი, ჯაკუზი, საუნა და სხვა. ნათესავებს და მეგობრებს მასთან მისვლა ნებისმიერ დროს შეეძლოთ. უფრო სწორედ, პატიმარი თავად წყვეტდა, თუ როდის უნდა მოსულიყვნენ ისინი. ხოლო, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ციხესთან, ხუთ კილომეტრზე უფრო ახლოს, მიახლოება აკრძალული ჰქონდათ. მოკლედ, მართალია პაბლო ციხეში იყო, მაგრამ კარტელს იქიდან ხელმძღვანელობდა. ამიტომ, 1992 წ. 22 ივლისს, ქვეყნის პრეზიდენტმა მისი ნამდვილ ციხეში გადაყვანის ბრძანება გასცა. ეს პატიმარმა გაიგო და «გაიქცა». P. S. 1993 წ. 2 დეკემბერს პოლიციამ მის თავშესაფარს მიაგნო. პაბლომ გაქცევა სცადა, მაგრამ სნაიპერმა ტყვია ჯერ ფეხში, შემდეგ კი მხარში ესროლა. ხოლო სასიკვდილო, მესამე ტყვია აღმოჩნდა რომელიც თავში ჰქონდა ნასროლი. მოგვიანებით, მისმა ვაჟმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მესამე ტყვია, თავად ესკობარს ეკუთვნოდა, რადგან მას არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ მსგავს სიტუაციაში, თავს მოიკლავდა... და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და თითოეული მათგანისთვის, ცალ–ცალკე რომ გაესამართლებინათ, რამდენიმე ათეული სიცოცხლე არ ეყოფოდა, ღარიბებს ეხმარებოდა და მას ახალ რობინ ჰუდადაც კი თვლიდნენ. * 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ* ჰუმანიზმის პროდუქტი. როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"* 5 მოულოდნელი ფაქტი შემოდგომის შესახებ* 15 საინტერესო ფაქტი "ბურღულეულის დედოფლის" – წიწიბურას შესახებ* დარიშხანი, ცოფი, გაგუდვა – იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა, 7 ისტორიული პირი* საინტერესო თავსატეხი ყველაზე საზრიანებისთვის (პასუხი აქვს)* «მაგნიტური კომპასები» და ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ* 12 მტკიცებულება, რომ მილიონობით წლის წინ, მსოფლიო ბევრად მკაცრი და სასტიკი იყო* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?1506 5-ს მოსწონს
|