x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩანახატები სასამართლო დარბაზიდან. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია

image

10 წლის ჯონ ვნენიბლსი თავჩაღუნული უსმენს 2 წლის ჯემს ბალგერის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებას. ვნენიბლსი და მისი თანატოლი რობერტ ტომსონი მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, რამაც ისინი ყველაზე მცირეწლოვან მკვლელებად აქცია, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. (1993 წ.)

imageროგორც ცნობილია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რეზონანსულ სასამართლო პროცესებზე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. მაგრამ, ჩანახატების გაკეთება შეიძლება. საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში, სასამართლოს მსვლელობის დროს, მხატვრებს ხატვის უფლება არა აქვთ და ისინი, მისი დსარულების შემდეგ, მეხსიერებით ხატავენ.
imageპირველი სასამართლო ჩანახატი ანუ როგორც იმ დროს ეძახდნენ, სცენები სასამართლო დარბაზიდან, სალემის ჯადოქრების პროცესის მსვლელობის დროს გაკეთდა (1692-1693 წწ.). მონახაზების მოტივების მიხედვით, მხატვრები გრავიურებს აკეთებდნენ და წიგნებში აქვეყნებდნენ.

ქვემოთ წარმოდგენილი ლითოგრაფია უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის და 1876 წლით არის დათარიღებული.

imageimageimageთანამედროვე ისტორიაში სასამართლო პროცესების ფოტოგრაფირება პოპულარული იყო გასული საუკუნის 50-იან წლებამდე. 1935 წ. სასამართლო პროცესს, ჩარლზ ლინდბერგის შვილის გატაცებასთან დაკავშირებით, რომელზეც ბრალი ბრუნო რიჩარდ ჰაუფმანს წაუყენეს და დამნაშავედ ცნეს, კინოკამერით იღებდნენ.
imageimageგარდამტეხი მომენტი 1954 წ. დადგა, სემ შეპარდის პროცესის დროს. სემი ცნობილი ქირურგი იყო და მას საკუთარი მეუღლის, მერლინის მკვლელობა ბრალდებოდა. საქმე იმდენად რეზონანსული იყო, რომ მოსამართლემ კინო და ფოტოგადაღება აკრძალა, რომ მასმედიას და საზოგადოებას გავლენა არ მოეხდინათ ნაფიცი მსაჯულების სამართლიან ვერდიქტზე.

ამ ისტორიის მოტივების მიხედვით, 1993 წ. ფილმი «გაქცეული» გადაიღეს, რომელშიც სემ შეპარდის როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს.
imageქვემოთ კი, სასამართლო დარბაზებში გაკეთებული, რამდენიმე თანამედროვე ჩანახატია მოცემული:

imageimageსკოტ პეტერსონი უსმენს ცოლის და ჯერ არდაბადებელი ვაჟიშვილის მკვლელობის ბრალდებას. (2005 წ.)
imageimageსაუდის პრინცი საუდ ბინ აბდულაზიზ ბინ ნასირ ალ საუდი სასამართლოს წინაშე წარსდგა, თავის დამხმარე მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ის დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. (2010 წ.)
imageimageფრანგი მედდა კრისტინა მოლბრე სასამართლოს წინაშე წარსდგა 6 უკურნებელი პაციენტის მკვლელობის გამო. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. (2003 წ.)

imageimageტერორისტი ოკლაჰომა-სიტიდან თიმოთი მაკვეი, რომელმაც 168 ადამიანი მოკლა და 800 დაჭრა, თავისი ადვოკატის გამოსვლას უსმენს. (1997 წ.)

მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 2001 წ. 11 ივნისს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.
imageimageალ-ქაიდას წარმომადგენელი ზაქარიას მუსაუ თვალს ადევნებს მოსამართლის, ადვოკატის და პროკურორის თათბირს. საფრანგეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნეს აშშ-ში 2001 წ. 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობის თანამონაწილეობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე. (2006 წ.)
imageimageბერნი მედოფი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. მან ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდა შექმნა. 2009 წ. მარტში მედროფმა, მის მიერ ჩადენილი 11 ფედერალური დანაშაული აღიარა და 150 წლის ვადით თავისუდლების აღკვეთა მიუსაჯეს.

imageimageმომღერალი შერილ კროუ ჩვენებას აძლევს ამბროსია კაპოსიას წინააღმდეგ, რომელიც მას დევნიდა და მოსვენებას არ აძლევდა, რადგან, «სულიერ ტყუპისცალად თვლიდა». სასამართლოზე, კაპოსია გაამართლეს. (2004 წ).

imageimageმარტა სტიუარტი განაჩენს უსმენს, გამოძიებისთვის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებული, ცრუ ჩვენების მიცემის გამო. მას ჩადენილი დანაშაულისთვის, 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჟეს.

image

imageედმონდ დანეი, ჯოი უილიამსი და იბრაჰიმ დიმსონი ფედერალურ სასამართლოში იმყოფებიან კოკა-კოლის რეცეპტის მოპარვის და პეპსის კომერციული ინფორმაციის გაყიდვის მცდელობის გამო. უილიამსს, კოკა-კოლას კომპანიის ყოფილ მდივანს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დიმსონს – 5 წლით, ხოლო, დანეის — 3 წლით. (2006 წ.)

imageალბათ, გაინტერესებთ, რა ხდება სასამართლოს შემდეგ და სად მიაქვთ ეს ჩანახატები. მათ უბრალოდ ჩუქნიან პროკურორებს, ადვოკატებს და მოსამართლეებსაც კი. ხან კი ქუჩაში ყიდიან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პროცესში მონაწილეობას ცნობილი ადამიანი იღებდა და ნახატს მისი ავტოგრაფიც ამშვენებს.

image

image

0
327
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0