x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
საინტერესო თავსატეხი ყველაზე საზრიანებისთვის (პასუხი აქვს)

ხშირად, დეტექტივები დამნაშავეებს უმნიშვნელო შეცდომის დაშვების გამო იჭერენ... და ასეთი დეტალების აღმოჩენა, მხოლოდ წარმოუდგენელი ყურადღების და თუნდაც, უმცირესი იღბლის დახმარებით არის შესაძლებელი.

აქ კი, საინტერესო თავსატეხს გთავაზობთ, რომელიც თავს ნამდვილ დეტექტივად გაგრძნობინებთ.


image


დეტექტივი ქალის მკვლელობის ადგილზე მივიდა, რომელსაც ალექსანდრა სთოუნი ერქვა. ოთახში შესვლისას, მან დაინახა, რომ მიცვალებული იატაკზე, სისხლის გუბეში იწვა. მან გვამი ყურადღებით დაათვალიერა და თავის დამხმარეს უთხრა:

— ასე, ასე, ყველაფერი გასაგებია, ქალი ამ პისტოლეტის ჩარტყმით არის მოკლული, — მან იატაკიდან ნივთმტკიცება აიღო, — მას პისტოლეტის სახელური თავში, 6–ჯერ ჩაარტყეს.

— დიახ, ყველაფერი გასაგებია — უპასუხა დამხმარემ — მეუღლეს დავურეკო?

— დიახ, დაურეკეთ.

დამხმარემ გრეგორი სთოუნის ტელეფონის ნომერი აკრიფა და სთხოვა, რომ სასწრაფოდ სახლში დაბრუნებულიყო. ამ დროს, დეტექტივი პისტოლეტზე დამნაშავის თითის ანაბეჭდების მოძებნას შეეცადა, მაგრამ მკვლელობის იარაღი გაწმენდილი აღმოჩნდა. შესაბამისად, დამნაშავის ვინაობის დადგენა, არსებული მოცემულობით, შეუძლებელი იყო.

ბატონი სთოუნი სახლში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მისი მეუღლის გვამი ექსპერტიზაზე წაიღეს. მასთან მაშინვე დეტექტივი მივიდა:

— ძალიან მიმძიმს ცუდი ამბის თქმა, მაგრამ... თქვენი მეუღლე, დაახლოებით, დილის 11 საათზე, ვიღაცამ მოკლა. მისი გვამი სახლში მოსულმა დამხმარე ქალმა აღმოაჩინა და მაშინვე პოლიციაში დარეკა. თქვენი მეუღლის გვერდით პისტოლეტი აღმოვაჩინეთ, რომელზეც თითის ანაბეჭდები არ არის.

გრიგორი გაოგნებული უყურებდა მტკიცებულების პარკში მოთავსებულ იარაღს, რომელიც დეტექტივს ეჭირა ხელში. გავიდა რამდენიმე მტანჯველი წუთი და სთოუნმა დეტექტივს უთხრა:

— ეს უბრალოდ საშინელებაა, ამის დაჯერება მიჭირს! დეტექტივო, გპირდები, რომ დიდი თანხით დაგაჯილდოებთ, თუ იმ დამნაშავეს იპოვით, ვინც ჩემი ალექსანდრა სასიკვდილოდ სცემა!

— ვშიშობ, რომ ფული უფრო მეტად, ადვოკატისთვის დაგჭირდებათ. დაკავებული ბრძანდებით, ბატონო სთოუნ! — უპასუხა დეტექტივმა.

რატომ გაუჩნდა დეტექტივს ეჭვი, რომ ქალის მკვლელი მისი მეუღლე იყო?


პასუხი:imageრა იცოდა გრეგორი სთოუნმა, რომ მისი მეუღლე სასიკვდილოდ სცემეს? როდესაც მან პისტოლეტი დაინახა, უნდა ეფიქრა, რომ ალექსანდრა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არც დეტექტივს და არც დამხმარეს, სიკვდილის გარემოებების შესახებ, მისთვის არაფერი უთქვამს, შესაბამისად, ცოლი თავად გრეგორმა მოკლა, ხოლო შემდეგ, პისტოლეტზე ანაბეჭდები გაწმინდა და სახლიდან წავიდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 ლოგიკური გამოცანა, ხრიკებით (პასუხები აქვს)

* «მაგნიტური კომპასები» და ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ

* 12 მტკიცებულება, რომ მილიონობით წლის წინ, მსოფლიო ბევრად მკაცრი და სასტიკი იყო

* როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება პირველი სიმპტომებით?

* საჭირო მომენტში გადაღებული 50 ფოტო

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?

* 10 უმნიშვნელოვანესი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო შეცვალა



0
1053
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1053
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0