x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სტიკერებს გავუკრავ სახლებთან და კარებს გავუფერადებ, ერთ ღამეში შემოვივლი და ჯარიმასაც გადავიხდი“ - ელისო კილაძე
image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალური ქსელის საკუთარ გერდზე წერს, რომ უახლოეს დღეებში აპირებს რუსეთუმეების საცხოვრებელ ბინებს მიადგეს და სპეციალურად მომზადებული სტიკერებით მათი კარი ააჭრელოს. ის ამბობს, რომ დროა ყველა რუსეთუმე ჩავრეცხოთ.

.

„რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ფორმალურად, მაგრამ მაინც მოქმედებს ოკუპაციის შესახებ კანონი, ამიტომ რუსეთის სასარგებლოდ პროპაგანდა უნდა ისჯებოდეს !!!
მშვენიერი ლუსტრაცია მოიტანა რუსეთ-უკრაინის ომმა.
ხელის გულზე გვაქვს ყველაფერი-ეს რუსეთუმეები უნდა ჩავრეცხოთ!!!...
.
p.s. მე სტიკერებს გავუკრავ სახლებთან და კარებს გავუფერადებ. (ჯარიმასაც გადავიხდი, ჩუმად არ გავაკეთებ). ერთ ღამეში მოვივლი ყველაფერს - გამოწერონ, გადავიხდი“ - წერს ელისო კილაძე.
,


* * *

ლიკა დილევსკაიას გარდაცვალებაში ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებენ და ქალზე ძალადობის ფაქტებს იხსენებენ - რას წერს მაკა ჩიჩუა და მარიამ კუკუნაშვილი

image


ცოტახნის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, 31 წლის ლიკა დი­ლევ­სკა­იას ტრაგიკულმა გარდაცვალების ამ­ბავ­მა მო­იც­ვა. ლიკა “თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის სო­ფიო მა­მარ­დაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა თრომ­ბო ემ­ბო­ლი­ამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ახლა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბის თქმით, ლი­კას ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ყო­ფილ ქმარ­თან, გი­ორ­გი ახვლე­დი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

.

“ახალ­გაზ­რდა ქალი, ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­ღა­მოს, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი მო­ვი­და ოფის­ში და ეს ფაქ­ტი ნახა კი­დევ სამ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა. სცე­მა ე.წ. შეყ­ვა­რე­ბულ­მა, რო­მე­ლიც გახ­ლავთ 32 წლის გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი და რო­მე­ლიც იმუქ­რე­ბა, რომ თუ ამ ფაქტს გა­ვახ­მო­ვა­ნებთ, დაგ­ვხო­ცავს. გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი არის ძა­ლა­დო­ბა­ზე უკვე ნა­სა­მარ­თლე­ვი.

იგი სა­ჯა­რო რე­ესტრში გაყ­ვა ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს, მა­შინ როცა ის სა­მუ­შაო მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, შემ­დეგ კი ტყე­ში სა­სე­ირ­ნოდ და­პა­ტი­ჟა, სცე­მა და და­ა­სის­ხლი­ა­ნა და შვი­ლის მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.ამ ვი­ქენ­დზე ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი 7 ბავ­შვი მყავ­და ახ­ლობ­ლე­ბის და მათ­ზე ვზრუ­ნავ­დი და ვარ­თობ­დი. ვას­წავ­ლი მათ პერ­მა­ნენ­ტულ რე­ჟიმ­ში თუ რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი და რა არ არის. ასე­ვე წინა კვი­რას, ძა­ლა­დო­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ის ქალი მყავ­და სახ­ლში, რო­მელ­საც მე თა­ვად მივ­წე­რე ქმა­რი უკვე ერთი წე­ლია გღა­ლა­ტობს და გა­ტყუ­ებს მეთ­ქი.

განა არ იცო­და ისე­დაც? იჯდა და ყვე­ბო­და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, სა­შინ­ლად მექ­ცე­ო­და და ნე­ტავ ამას რა­ტომ ან რის­თვის ვუძ­ლებ­დიო. უკომ­პრო­მი­სო ომი მო­ძა­ლა­დე­ებს. და­ი­ჭი­რეთ გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი ! არა ძა­ლა­დო­ბას ! არა ტყუ­ილს და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს. არა­ნა­ი­რი დან­დო­ბა! ამ­ხი­ლეთ მო­ძა­ლა­დე და ამით გა­და­არ­ჩენთ თა­ო­ბებს ბავ­შვე­ბი­სას! წარ­სულს ჩა­ბარ­და და­ში­ნე­ბუ­ლი მსხვერ­პლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი. დაე ბნელ ხალ­ხს აქეთ ეში­ნო­დეს ჩვე­ნი”, – დაწერ­ა მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლმა.

.

მარიამ კუკუნაშვილს კომენტარებში მაკა ჩიჩუამაც უპასუხა.

გა­მარ­ჯო­ბა მა­რი­ამ, ეს მო­ძა­ლა­დე (გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი ) რო­მელ­მაც ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლის, თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ცო­ლის ლიკა დი­ლევ­სკა­ი­ას მი­მართ არა­ერ­თხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი თუ ფსი­ქი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ვა­დას­ტუ­რებ, რომ მე­ტად სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ლიკა დი­ლევ­სკა­ია – გი­ორ­გის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა… მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რაც ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევ­რად გა­უ­უ­ა­რეს­და.

ლი­კამ რო­გორც კი გა­ბე­და და წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად ქმრის­გან წა­მო­ვი­და, მას მე­რეც მისი უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მუდ­მივ ტე­რორ­ში ამ­ყო­ფებ­და ..ერთხელ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, როცა ყვე­ლას ეძი­ნა, მა­ლუ­ლად შე­იჭ­რა ლი­კას მშობ­ლე­ბის სახ­ლში და ლი­კას უმ­ცრო­სი დის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით აშან­ტა­ჟებ­და თუ ის სახ­ლში არ დაბ­რუნ­დე­ბო­და მას­თან ერ­თად.

ცივი ია­რა­ღის(და­ნის) სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხა და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცა. ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან არ მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა..ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია”, – წერს მაკა ჩი­ჩუა.

.

image

.

ამ პოსტს მა­რიშ­კა ჯა­ვა­ხა­ძეც ეხ­მი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ამ უზარ­მა­ზა­რი უსა­მარ­თლო­ბის მოწ­მეა – “ვა­დას­ტუ­რებ! მოწ­მე ვარ ამ უზარ­მა­ზა­რი უსა­მარ­თლო­ბის და ბრა­ზი მახ­რჩობს. სა­დღაც თუ არ­სე­ბობს სა­მარ­თა­ლი ეს ამ­დე­ნი სი­ბო­რო­ტე არ შერ­ჩე­ბა!” – წერს მა­რიშ­კა ჯა­ვა­ხა­ძე.

.

ცნობისთვის, ლიკა დი­ლევ­სკა­ი­ას ახ­ლობ­ლის თქმით, მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ახვლე­დი­ა­ნი 126-ე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს და 3 -წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­ხა­და.

0
195
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0