x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ აკრიტიკებენ ახალ სპორტის სასახლეს?

image

ეკონომისტი და პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ კრიტიკას ეხმაურებას სოციალურ ქსელში წერს:



"ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში ას მილიონ ლარამდე დაიხარჯა(ნაცვლად დაგეგმილი 71 მილიონი ლარისა), კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონის, ესპანეთის თამაშს ევრობასკეტის გახსნის დღეს 500 მაყურებელი ესწრებოდა. ამაზე ცოტა მეტი იყო თურქების თამაშზეც. ამის შესახებ უკვე იწერება ევროპულ პრესაში. იუნიორთა შეჯიბრებას ჰგავსო.
როცა მსგავსი მასშტაბის საქმეს ებღაუჭები, კიდევაც უნდა შექმნა შესაბამისი ატმოსფერო. უკვე ნათელია, რომ ევრობასკეტი, რომელიც ტურისტების მოზიდვაზე და ქვეყნის იმიჯის შექმნაზე იყო გათვლილი, ფინანსურად კრახით დამთავრდება. შეგვრჩება ხელში ორი ახალი( ერთი ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის იქვე აშენებული) და ერთი ძველი მუდმივად გამოუყენებელი სპორტის სასახლე, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზივით ბიუჯეტიდან შესანახი.
image
ქვეყანამ დაკარგა ევროპული სახე და ვერც ეს შეჯიბრი იქნებოდა ხალისიანი და ევროპული იმ პირობებში, რომელშიაც ქვეყანა იმყოფება."

image

მანამდე სპორტულმა კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა ვრცელი პოსტი მიუძღვნა ახალ სპორტის სასახლეს და აღნიშნა მისი აზრით ყველა ის მინუსი, რაც ამ დარბაზს გააჩნია:
image
ზოგადად ძალიან ვცდილობ ჰეითერი არ ვიყო და ყველაფერში კარგი დავინახო, თუმცა არ გამოდის არ ვთქვა, რომ ჩვენი ახალი საკალათბურთო დარბაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
image
დავიწყოთ იმით, რომ სკამების ძალიან უცნაური განლაგებაა. იდეაში საიდანაც თამაში ყველაზე კარგად უნდა ჩანდეს, ის ადგილი პირველ და მეორე იარუსებს შორის ექცევა და საერთოდ არ არის გამოყენებული. ასევე, რატომღაც საკმაოდ დიდი სივრცეა სკამებსა და პარკეტს შორის - პირველი რიგიდანაც კი შორიდან უყურებ თამაშს, მეორე იარუსიდან კი ზედმეტად ზევიდან. მეორე იარუსის პირველი რიგებიდან თამაში საერთოდ არ ჩანს, რადგან ჯებირები ეფარება... ასევე, დარბაზში საშინლად ცხელა, განსაკუთრებით მეორე იარუსზე იმდენად აუტანელი ჩახუთულობაა, რომ სუნთქვაც ჭირს. შიდა დერეფნები არის სამარცხვინოდ ვიწრო და დაბალჭერიანი - საშინელი კლაუსტროფობიის გრძნობა გეუფლება. ასეთი ცუდი დერეფნები არცერთ სპორტულ დარბაზში არ მინახავს. ვინც ეს შენობა დააპროექტა და ააშენა, კარგი იქნებოდა ევროპის რომელიმე საკალათბურთო ქვეყანაში ერთი თანამედროვე დარბაზი მაინც ენახა.
ყველაზე მთავარი კი ისევ და ისევ საშინელი ორგანიზება, იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ რამდენიმე შესავლელი/გამოსასვლელი არის თამაშის დროს ღია. გუშინ მეორე იარუსიდან რომ გამოვდიოდი, უვიწროეს დერეფანში პრაქტიკულად მთელ დარბაზს წრე დავარტყი. სიცხისგან და კლაუსტროფობიისგან გული კინაღამ წამივიდა. ხალხი მთვარზე დაფრინავს, ჰაბლის ტელესკოპი დაძველდა და ჩვენთან რა გახდა სტადიონებზე რამდენიმე შესავლელის გახსნა, მართლა გაუგებარია. ღმერთმა არ ქნას, როდესმე ამ დარბაზში ხანძარი, ან რამე ემერჯენსი მოხდეს, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება...
image
ტრანსპორტის ლოჯისტიკა კიდევ ცალკე მტკივნეული საკითხია. იმის მაგივრად იმაზე იყოს ნაფიქრი, რომ ხალხი თამაშზე სწრაფად და მარტივად მივიდეს, ყველაფერი პირიქით არის. სამანქანო გზები ისეთ ადგილებშია გადაკეტილი, რომ მანქანები ფიზიკურად იჭედებიან, ვერც წინ მიდიან, ვერც უკან და იქმნება სრული ქაოსი. პარკინგიც უდიდესი პრობლემაა. ქავთარაძის მხრიდან გზა საერთოდ არ არის გაკეთებული, მტვერში და ქვიშაში მომიწია ფეხით სიარული. სამთავრობო ესკორტების გამო გზების გადაკეტვას კიდევ ვერ გადავეჩვიეთ. ხალხი ისედაც ვერ მიდის ნორმალურად თამაშზე და ამ დროს ესკორტების გამო დამატებით გზებს კეტავ?! გუშინ ზუსტად საათნახევარი დამჭირდა, რომ სახლიდან დარბაზამდე მიმეღწია.
მოკლედ, ეს ბევრი პატარა შემაწუხებელი დეტალი საბოლოო ჯამში გიქმნის იმ გამოცდილებას, რომ თამაშზე წასვლა და ცოცხლად ყურება აღარ მოგინდება. გირჩევნია სახლში დარჩე და ტელევიზორში უყურო, რაც ძალიან სევდიანი ამბავია.
image
ხმაზე, აკუსტიკაზე და სხვა დეტალებზე აღარაფერს დავწერ. თუმცა, ეგ დეტალებიც ძალიან მნიშვნელვანია, იმისთვის რომ დარბაზში კარგი ატმოსფერო შეიქმნას, მაგრამ მაგას ვინღა ჩივის.
უკვე ძალიან ძალიან დამღლელია ეს მაჩანჩალობა, ყოველ მეორე ნაბიჯზე "დროშა ვერ დაკიდენ". სუბოქსინით გაბრუებული ერი აშკარად ღრმა ძილს არის მიცემული და რამემ თუ არ გამოგვაფხიზლა, ასე ინერციით სადამდე ვიგორავებთ, ან სად მივგორდებით არ ვიცი.
image

შემდეგ კი ისევ ერთი დაზუსტება გააკეთა:

image

არ მინდა ჩემი წინა სტატუსის გამო ისე გამოვიდეს, რომ ადამიანებს ევრობასკეტზე დასწრების სურვილი შეუნელდეთ. შეიძლება ცუდი დროც შევარჩიე აზრის დასაფიქსირებლად, უბრალოდ როდესაც ვნახე მაშინ დავწერე და იმდენად შოკი იყო ეს გამოცდილება, რომ არ შემეძლო არ მეთქვა. თან იქნებ ვინმემ წაიკითხოს, გულზე მოხვდეს და შემდეგ დღეებში მეტი შესასვლელი გახსნან - ესეც საქმე იქნება.
კომფორტი და ტექნიკური საკითხები იქით იყოს, ძალიან დასანანი წაგების მერე ბიჭებს ახლა გამხნევება ყველაზე მეტად ჭირდებათ. ხვალ ესპანეთთან აუცილებლად უნდა გავავსოთ დარბაზი და ისეთი ატმოსფერო უნდა შევქმნათ, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. სხვა პრობლემები მოიცდის.
0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0