საზოგადოება "ცოლი სახლში მარტო იყო, ჯერ აწამა, მერე ყელი გამოჭრა…" - სარფთან ქმარმა ცოლი და მეგობარი მოკლა 2022, 3 სექტემბერი, 21:14 თურქეთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ცოტახნის წინ არჰავის რაიონში ქმარმა 23 წლის რიტა ეგნატაშვილი და თავის მეგობარი ხვიჩა ოსანაძე მოკლა, შემდეგ კი სარფთან თავი მოიკლა. თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რასაც მოკლული ქალის ოჯახი სასტიაკად უარყოფს. . მოკლული გოგონას ახლობელმა ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო პორტალთან განაცხადა, რომ გოგონა შინ მარტო იყო, როდესაც ქმარი მივიდა, ჯერ სცემა და შემდეგ წამებით მოკლა. მოკლულის ოჯახის ახლობლები ფიქრობენ, რომ მამაკაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და სწორედ ამ მიზნით წაიყვანა რიტა ეგნატაშვილი თურქეთში. . არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ახალგაზრდა ცოლზე სისტემატურად ძალადობდა. როგორც ახლობელი ამბობს, ქმარმა (მკვლელმა) თურქეთში გადასვლილას სახელი შეიცვალა. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ცოლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. . ახლობლის თქმით, თურქულმა მედიამ ძალიან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით რიტა სახლში მარტო იყო, ქმარმა კი ჯერ სცემა, აწამა და ბოლოს ყელი გამოჭრა. სწორედ ამ ხმაურზე შესულა ცოლ-ქმრის სახლში მკვლელის მეგობარი ხვიჩა და ამიტომაც მკვლელმა ისიც მოკლა. (ხვიჩა იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, მას 4 შვილი დარჩა) , თურქული მედიის ცნობით, პირველივე დღეს ასეთი ინფორმაცია გავრცელდა: ქართველმა კაცმა თურქეთში ორი პირი მოკლა, შემდეგ კი სარფის საზღვარზე თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს სამივე მოქალაქე თურქეთში ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ იყო წასული. მოკლული ქალი მკვლელის მეუღლეა, მამაკაცი კი მისი მეგობარი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაულის ჩადენისთანავე საქართველოში დაბრუნება სცადა. მამაკაცმა რომელიც ტაქსით ქემალფაშას რაიონში სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა, ავტომობილის პარკინგის ზონაში იმავე იარაღით მოიკლა თავი, რომლითაც ორი ადამიანი მოკლა. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იმის შიშით, რომ პოლიცია დააკავებდა თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ხოფას საავადმყოფოში გარდაიცვალა 74 შეფასება არ არის
|