x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე გავრცელებული ეროტიკული სიზმარი
image


1. პირველი სიყვარული ან ყოფილი



თუ ბობოქარი ღამე გქონდათ იმასთან, ვინც დიდი ხანია არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, სჯობს არ მოუთხროთ ამის შესახებ თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს.მით უმეტეს თუ ეჭვი გეპარებათ ყოფილის მიმართ გრძნობებში. ეს არის სექს- სიზმარის ყველაზე გავრცელებული ტიპი. და ეს არ შეიძლება სულაც არ ნიშნავს ყოფილის სიყვარულს, არამედ იმ გრძნობებს, რომლებიც თავის დროზე განიცადეთ: პირველი სიყვარული, მღელვარება, სიხარული... მაგრამ თუ ეს ხშირად მეორდება, იფიქრეთ იმაზე, თუ რა არ მოგწონთ თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაში. იქნებ თავს მარტოსულაფ გრძნობთ და სიყვარულიც არასაკმარისია?



2. უცხო ადამიანი სახის გარეშე




გახსოვთ ეპიზოდი ფილმიდან, როდესაც "ჰარი შეხვდა სალის|, სადაც სალი ამბობს, რომ თორმეტი წლის ასაკიდან ესიზმრებოდა უცხო ადამიანი, რომელსაც მკვეთრი სახე არ ჰქონდა და ყოველმხრივ ასიამოვნებდა მას? ჰარის არ მოეწონა ეს, მაგრამ ეს ფანტაზია ამ სიაში მეორე ადგილს იკავებს.



სიზმრის მნიშვნელობა ის კი არ არის, რომ სადმე იდუმალი უცნობი გელოდებათ. ეს არის ოცნება საკუთარ თავზე, იმაზე, თუ რისი შემოტანა გსურთ თქვენს ცხოვრებაში, რა გსურთ გახდეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.



3. უბრალოდ მეგობარი



Სექს-სიზმრების კიდევ ერთი სტუმარი არის ადამიანი, რომლის შესახებაც არ ფიქრობთ რაიმეს.არა და ისევ სტუმარია სიზმარში! დაასახელეთ ამ ადამიანის სამი ძირითადი დადებითი თვისება - და დაფიქრდით რა გაკლიათ აქედან. ქვეცნობიერი რთული რამ არის, ზოგჯერ ის ძალიან უჩვეულო გზით იძლევა რეკომენდაციებს.



4. სექსი ცნობილ ადამიანთან



ორი ვარიანტია. თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი არის ვნებიანი ბიჭი (გოგო)და შეგიძლიათ მასთან ერთად დაწვეთ, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ?.



ან ეს არის კიდევ ერთი ქვეცნობიერი გზავნილი, დაასახელოთ სამი რამ ამ ადამიანის შესახებ. იფიქრეთ იმაზე, თუ რით არის ის ცნობილი და რატომ. თუ ეს მუსიკოსია, გაიხსენეთ პოპულარული სიმღერის ტექსტი და იქ მოძებნეთ პასუხები. თუ მწერალია წიგნი და ა.შ.




5. ადამიანი, რომელიც გძულს



სექსი ჩხუბის შემდეგ შეიძლება მშვენიერი იყოს, მაგრამ სექსი, თუნდაც სიზმარში, იმ ადამიანთან, რომელიც გეზიზღებათ... მიუხედავად ამისა, ღირს დაფიქრდეთ, რატომ ატარებს თქვენი ქვეცნობიერი დროს იმ ადამიანთან, რომელსაც ვერ იტანთ. „შესაძლოა, შენი შინაგანი მე გიწოდებს მტერთან შერიგებისკენ, რადგან სიძულვილი ცუდი ენერგიაა“, - განმარტავს ფსიქოლოგი ლოვენბერგი.




სიზმრების პირველ ათეულში მოხვდა შემდეგი კატეგორია -6)სექსი დაქალთან 7)სექსი კოლეგასთან 8)ჯგუფური სექსი, 9) სექსი საზოგადოებრივ ადგილებში 10) სექსი შენს ბავშვობის დროინდელ სახლში

0
259
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0