x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნინო ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის ქორწინება
image

ქალაქ ტფილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, 1828 წლის 3 სექტემბერს(ძვ. Სტილით 22 აგვისტოს) პოეტმა და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვმა ცოლად შეირთო თავისი მეგობრის, გენერალ-მაიორის, თავადის ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ნინო ჭავჭავაძეზე. ქორწინების დროს საქმრო 33 წლის იყო, ხოლო პატარძალი სრულიად ნორჩი, მხოლოდ 15-ი წლის. მათი ქორწინება მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ ნინო სიცოცხლის ბოლო დღემდე ქმრის ერთგული დარჩა. საეკლესიო წიგნში მღვდლის ჩანაწერი: „მისი იმპერიული უდიდებულესობის სპარსეთის სრულუფლებიანი მინისტრი, სახელმწიფო მრჩეველი და კავალერი ალექსანდრე სერგეევიჩ გრიბოედოვი კანონიერად დაქორწინდა ქალწულ ნინოსთან, გენერალ-მაიორის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილზე“.






ნინომ მეუღლე, რუსი პოეტი ალექსანდრე გრიბოედოვი პრასკოვია ახვერდოვას სასწავლებელში გაიცნო. გრიბოედოვი განსაცვიფრებელი ინტელექტისა და უკიდეგანო განათლების მქონე ადამიანი გახლდათ. იგი პერსტიჟულ მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღეს, სადაც სამწერლო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და 1812 წელს მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მიიღო. მან სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო და აქაც იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. შემდგომი კარიერა რუსულ დიპლომატიურ სამსახურში განაგრძო და აქედან, 1813 წელს, ის სპარსეთში მოხვდა. ამასობაში მან რამდენიმე უცხო ენა შეისწავლა (ფრანგულის, ინგლისურის, იტალიურის, არაბულისა და სპარსულის ჩათვლით) და ლექსების, პიესებისა და მუსიკის წერაც დაიწყო.



გრიბოედოვს ახვერდოვებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა და მათი მეშვეობით ჭავჭავაძეებთანაც დაამყარა ურთიერთობა. პრასკოვია ახვერდოვას ქალიშვილი დარია ახვერდოვა მოგვითხრობს, რომ " ალექსანდრე გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძე გამოარჩია. იგი ნინოს მუსიკას ასწავლიდა, ფრანგულად ელაპარაკებოდა და მისგან ქართულს სწავლობდა; ხანდახან ცხენებითაც სეირნობდნენ" თანდათანობით, მათი მეგობრობა ემოციურ ურთიერთობაში გადაიზარდა და, საბოლოოდ, სიყვარულითა და ქორწინებით დასრულდა.






აი მაშინდელი ჭორები და ბოროტი ენები რას ამბობდნენ:






მთავარმართებელ ერმოლოვის ვაჟს უნდა გაჰყოლოდა და ეს თექვსმეტი წლის გოგო თავისზე თვრამეტი წლით უფროსს კი მისთხოვდაო.


შეაცდინაო...


მოატყუაო...


როგორ არა რცხვენიათო?!


ამ საქვეყნოდ ცნობილ მექალთანეს ქალს როგორ ატანსო?!


კაი, კაცო, ერთი! რას ჰქვია, როგორ ატანს?! სიხარულით ატანს, მაგის ამბავი არ იციო?!


კიო, მაგრამ ახვერდოვას საყვარელი არ იყო ეგ გრიბოედოვიო?


ჯერ ნათლიასთან დაიარებოდა და ახლა ნათლული მოჰყავსო?!






ახალდაქორწინებული წყვილი წინანდალში შესანიშნავ დროს ატარებდა: აწყობდნენ და მასპინძლობდნენ ელეგანტურ სალონურ საღამოებს და მუსიკაში საერთო ინტერესებს ამჟღავნებდნენ. ნინო შესანიშნავი პიანისტი გახლდათ და მეუღლის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებაც ისწავლა, რომლებსაც ხანდახან სტუმრებისათვისაც უკრავდა. წყვილს წინანდლის ბაღებში სეირნობა უყვარდა, განსაკუთრებით იმ ჩრდილიან ხეივანში, რომელსაც "სიყვარული" შეარქვეს. ამ ხეივანში ხშირად შეიძლებოდა მათი ხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, სიყვარულის სკამზე ჩამომჯდარნი, საუბარში იყვნენ გართულნი.






როდესაც ამას მოვალეობა მოითხოვდა, ალექსანდრე ხან აღმოსავლეთში, ხან მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, მაგრამ ძალიან უჭირდა მეუღლის საქართველოში დატოვება. ერთ-ერთ წერილში იგი მეუღლეს ჰპირდებოდა, რომ სპარსეთში დიპლომატური მისიის დასრულებისთანავე ისინი წინანდლის მამულში სამუდამოდ დასახლდებოდნენ.


სამწუხაროდ, ბედნიერი დრო, რომელიც ნინომ და ალექსანდრემ ქორწინებაში გაატარეს, მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1828 წელს, მათი ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ, როდესაც ნინო უკვე ბავშვს ელოდა, გრიბოედოვი კვლავ სპარსეთში გაემგზავრა. 1829 წლის თებერვალში იგი თეირანში მოკლეს, რადგან იმ პერიოდისათვის სპარსეთში ანტირუსული განწყობა მძვინვარებდა. წასვლის წინ, თითქოსდა წინათგრძნობის კარნახით, გრიბოედოვმა მეუღლეს დაუბარა: " თუკი სპარსეთში დავიღუპები, ჩემი სხეული იქ არ დატოვო. თბილისში, მამადავითის მონასტერში დამასაფლავეთ. " ქმრის სიკვდილმა ნინოზე წარმოუდგენლად მძიმედ იმოქმედა; ტრაგიკული ამბის გაგებიდან მეორე დღესვე მან ნაადრევად იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.










1829 წლის ივლისში ალექსანდრე გრიბოედოვი თბილისში, მთაწმინდაზე, წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ნინომ მისი საფლავის ქვაზე შემდეგი სიტყვები ამოაკვეთინა:" შენი აზრები და საქმენი რუსი ერის მეხსიერებაში სამარადჟამოდ აღიბეჭდება, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი?




ნინო მხოლოდ 16 წლის იყო და გარს უთვალავი თაყვანისმცემელი ეხვია, აღარ გათხოვილა, ამის სანაცვლოდ, მან ყურადღება თავის ოჯახზე, მეგობრებსა და გაჭირვებულ ადამიანებზე გადაიტანა.






მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 1846-1847 წლებში, მთელ მამულს ნინო მართავდა. როდესაც მისი და ეკატერინე გათხოვდა, ნინო ზრდიდა უმცროს დას, სოფიოს, რომელიც იმ დროისათვის 10 წლის იყო. როგორც კი მისი ძმის, დავითის შვილები წამოიზარდნენ, ნინომ მათი აღზრდა და გუვერნანტობა იკისრა. იგი აგრძელებდა ოფიციალური და არტისტული საღამოების მოწყობას თბილისში, როგორც ჭავჭავაძეების სალონში, ასევე საქართველოს გუბერნატორის სასახლეშიც.


ახლახან გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ იგი სახელმწიფო საქმეებშიც იყო ჩართული და, როდესაც მისი და, ეკატერინე სამეგრელოს დედოფალი იყო, სამეგრელოს (ხშირად ამ რეგიონს “მინგრელიასაც” უწოდებენ) რეგიონის მართვაშიც მონაწილეობდა. მაგალითად, მურავიოვ-კარსკი, საქართველოს გუბერნატორი, რომელმაც სამეგრელო 1854 წელს მოინახულა, წერდა:" ნინო ჭავჭავაძემ საკმაოდ იღვაწა სამეგრელოს კეთილდღეობისათვის. როდესაც თურქეთმა ეს რეგიონი დაიპყრო და ომარ ფაშას არმიას მეგრული პარტიზანული რაზმები დაუპირისპირდნენ, ნინო ჭავჭავაძე თავის დასთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა. " როდესაც რუსეთის იმპერიულმა სასამართლომ სამეგრელოს სამეფო გააუქმა, რუსეთის მთავრობამ ნინოს სთხოვა დახმარება, რათა ეკატერინე დაერწმუნებინა, რომ ამ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა.






ნინო როგორც ზემოთ ავღნიშნეთ აღარ გათხოვილა და სამგლოვიარო ტანსაცმელს თითქმის 30 წელი ატარებდა. მას "ტფილისის შავი ვარდი" შეარქვეს, რადგან სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას.






ნინო ჭავჭავაძე 1857 წელს ქოლერისგან გარდაიცვალა 45 წლის ასაკში და მისი ბოლო სიტყვებიც ქმარს მიუძღვნა: „რაც შენმა საწყალმა ნინომ გადაიტანა მას შემდეგ რაც წახვედი. მალე შევხვდებით, გნახავთ და ყველაფერს მოგიყვებით. და ჩვენ ერთად ვიქნებით სამუდამოდ|

1
261
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
2022, 8 სექტემბერი, 22:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1