x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ერდოღანი ყველა კოზირს იყენებს - თურქეთი შეიძლება მთავარი გამარჯვებული იყოს რუსეთ-უკრაინის ომში
image

თურქეთის საერთაშორისო პოზიცია შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომმა გააძლიეროს. კერძოდ, ანკარამ უკვე დაამტკიცა თავისი, როგორც გავლენიანი რეგიონული შუამავლის სტატუსი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებით.


ეს მოსაზრება გეოპოლიტიკური საკითხების ექსპერტმა, ასევე კინოპროდიუსერმა ერბილ გუნასტიმ(ქვემოთ ფოტოზე) ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ში გამოთქვა. ის მიიჩნევს, რომ თურქეთი შეიძლება იყოს კონფლიქტის "ყველაზე დიდი გამარჯვებული". ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თურქეთის წარმომადგენლები გახდნენ შუამავლები, რომლებმაც კრემლთან გააფორმეს შეთანხმება, რაც შესაძლებელს ხდის მოხდეს მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი. ამ გარიგებას აქვს დიდი წონა, რადგან მან თავიდან აიცილა დიდი გლობალური სასურსათო კრიზისი.


image


გუნასტის თქმით, თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. „ერთი ფეხი ევროპაში აქვს, მეორე აზიაში. ის აკონტროლებს ბოსფორს, შავი ზღვის კარიბჭეს, ის მდებარეობს ცენტრალური აზიის ნავთობისა და გაზსადენების ორივე მხარეს, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება ამ ზამთარს იყოს ევროპის მხსნელი. რუსული გაზის გარეშე“, - წერს ექსპერტი.


კერძოდ, ანკარა არის სურსათის მთავარი ექსპორტიორი, ნატოს წევრი და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წვერობის მიღმაა, არის ევროკავშირის საბაჟო კავშირის წევრი.


„არის ასევე ადამიანური კოზირი. თურქეთი ევროპის კარიბჭეა ათობით მილიონი მიგრანტისთვის, რომლებსაც სურთ დატოვონ თავიანთი სახლები აფრიკიდან და ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ბედი სცადონ ევროპაში. ბოლო დროს, როდესაც ანკარამ „გააღო კარიბჭე“ 2015 წელს, ამან გამოიწვია პოლიტიკური ქაოსი მთელ ევროპაში, რამაც გააძლიერა ჭორები იმის შესახებ, რომ ლტოლვილთა კრიზისმა შესაძლოა თავად ევროკავშირი დაასრულოს. შეთანხმების შედეგად, ევროკავშირმა თურქეთს მილიარდობით ევრო გადაუხადა საზღვრების ჩაკეტვისა და ევროპაში მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად.


”პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აჩვენა, რომ ის მკაცრი მოვაჭრეა, რომელიც შეეცდება შეინარჩუნოს თავისი ქვეყნის ტრადიციული როლი როგორც მოსკოვთან, ასევე დასავლურ სამყაროსთან თურქეთის ინტერესების წინსვლაში და დასავლური სამყარო თუ კმაყოფილები არა, მაშინ უხალისოდ კმაყოფილები მაინც არიან”, - თქვა ექსპერტმა.



ასე მაგალითად, თურქეთი სიამოვნებით აწვდის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავისი Bayraktar -ის უპილოტო საფრენ აპარატებს და უარს ამბობს რუსული ხომალდების ბოსფორის სრუტეზე გატარებაზე, მაგრამ ამავე დროს, ერდოღანი სოჭში ხვდება დიქტატორ ვლადიმერ პუტინს.

0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0