x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ძაან კომუნისტური და საბჭოური იყო მის შიგნით და ამიტომ გაჩნდა ალერგია მის მიმართ?" - ნუგზარ რუხაძე
image

ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში 1-ელ სექტემბერს სწავლის დაწყების ტრადიციის გაუქმებას აკრიტიკებს, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა და წერს:


"პირველი სექტემბრის სიხარული და სიყვარული დრომ შთანთქა, მაგრამ, სამაგიერო არაფერი მიუცია ბავშვებისთვის. ზოგმა არც იცის, ალბათ, რაზე ვლაპარაკობ.


იყო ასეთი ჟრიამულის და ხვევნა-კოცნის დღე წინათ და მას პირველი სექტემბერი ერქვა, როცა ზაფხულის ხანგრძლივი არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვები - დასვენებული, გაზრდილი და ერთმანეთის მონატრებული, სკოლას უბრუნდებოდნენ. განახლებული ენერგიის და მხოლოდ დადებითი ემოციების დრო იყო, დღესასწაულის მსგავსი. რატომღაც, შეუძლებელი გახდა მისი შენარჩუნება. არადა, დიდი სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა - თითქოს, ახალი სიცოცხლე იწყებოდა ხოლმე მაშინ, და არა მხოლოდ აკადემიური.



ნეტა, რას აფუჭებდა და აფერხებდა ამისთანას? კარგ სწავლას უშლიდა ხელს? რამე ძაან, ძაან კომუნისტური და საბჭოური იყო მის შიგნით და ამიტომ გაჩნდა ალერგია მის მიმართ? კაი რა, გეხვეწებით! იქნებ, როგორმე, მოვაბრუნოთ ის საყვარელი ტრადიცია. სახალისო ზეიმი იყო, ბოლოსდაბოლოს, სხვა თუ არაფერი. გამამტყუნე, ახლა, თუ გინდა და ძველს მისტიროსო, მიძახე. არაფერს არ მივტირი. პირიქით, ძალიან წინ ვარ და სულ წინ ვიყურები. უბრალოდ, სწორი რამ იყო პირველი სექტემბერი." - წერს ნუგზარ რუხაძე.

1
430
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
430
  
2022, 6 სექტემბერი, 7:39
მართლა რას ერჩოდნენ ამ 1 სექტემბერს გაუგებარია და რატომ გახდა საჭირო ამის გაუქმება ისიც გაუგებარია.გაუგებარიას ვიძახი,თორე გასაგებიც არის და მერე როგორ,რატომ მოხდა ამის გაუქმება.საქართველოში ფასადური არის ყველაფერი და აქაც ეს შემოგვთავაზეს,რადგან ფიქრობენ რო ბავშვი თუ 1 სექტემბერს არ მივა სკოლაში ე.ი. ის კომუნისტი არ გაიზრდება. ხო უბრალო რამეა,მარა რამხელა გენიალურობა არის ამ ამბავში და წარმოიდგინეთ,რა გენიოსის მოფიქრებულია. ეს ბავშვი გაიზრდება და აუცილებლად შეეჯეხაბა კორუფციას,ნეპოტიზმს,უფროსის მოსატყუებლად მობოდიალე კანტორის თანამშრომლებს,მაგრამ კომუნისტი არ იქნება,რადგან 1 სექტემბერს სკოლაში არ მიდის.
0 1 1