x
image
Yoona
Mediator image
10 წარმოუდგენლად მკაცრი წესი, რომელიც დისნეილენდის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან
დისნეილენდი საოცარი ადგილია, სადაც მოხვედრაზე არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც ოცნებობენ. დისნეილენდში (მხოლოდ კალიფორნიაში) დაახლოებით 23 ათასი ადამიანი მუშაობს, ამიტომ თითოეულის მიმართ საკმაოდ მაღალი და ცოტა სასაცილო მოთხოვნები აქვთ.


image

თუ დისნეილენდში მუშაობაზე ოცნებობთ ან გაინტერესებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და იქცეოდეს დისნეილენდის პრინცესა, მაშინ კომპანიის თანამშრომლებისთვის ეს სასაცილო და მკაცრი წესების ნაკრები თქვენთვისაა!


1. არანაირი გრძელი ფრჩხილი

image


მამაკაცებისთვის ფრჩხილის სიგრძე თითის წვერზე მეტი არ უნდა იყოს, ქალებისთვის თითის წვერიდან 6 მმ–ზე მეტი. რა თქმა უნდა, ლაქით დაფარვა დაუშვებელია.


2. სიმაღლეს მნიშვნელობა აქვს

image

თუ პრინცესობაზე ოცნებობთ, თქვენი სიმაღლე 163-დან 172 სმ–მდე უნდა იყოს. თუ ვსაუბრობთ პატარა პერსონაჟებზე (ალისა, ვენდი ან პიტერ პენის ფერია წკრინ ბელი), სიმაღლე 157 სმ–ზე მაღალი არ უნდა იყოს.


3. ვარცხნილობის მიმართ მკაცრი მოთხოვნა

image

ვარცხნილობას მთელი რიგი წესები ეძღვნება.

მამაკაცებისთვის: თმა ლამაზად შეჭრილი უნდა იყოს, ყურები არ უნდა დაიფაროს და პერანგის საყელომდე არ აღწევდეს. ქუდის ქვეშ დაუდევარი ვარცხნილობის დამალვა დაუშვებელია.

ქალებისთვის: კლასიკური ვარცხნილობები დაშვებულია. ნაწნავიც მისაღებია, მაგრამ მხოლოდ კლასიკური და აქსესუარების გარეშე.


4. წვერიანი პოლიტიკა

image

თუ მსახიობს როლისთვის წვერ–ულვაშის გაზრდა უწევს, ის იდეალური უნდა იყოს. ფუმფულა ან თხევადი წვერი მიუღებელია. წვერი შეკრეჭილი და შეღებილი უნდა იყოს. თუ მსახიობს ულვაში აქვს, ზედა ტუჩამდე ან პირის კიდემდე არ უნდა ჩამოდიოდეს.


5. ყველა თავისთვის ალაგებს

image

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პერსონაჟს თამაშობთ, დისნეილენდში ყველა თავის დაყრილს ალაგებს. არ გაგიკვირდეთ, თუ დაინახავთ, როგორ იღებს მშვენიერი პრინცი ცარიელ ჭიქებს და შეფუთვებს. მსახიობები გადასაღები მოედნის სისუფთავეზე პასუხისმგებელნი არიან. ეს მხიარულად, ძალდატანების გარეშე უნდა გააკეთონ.


6. ყველა თანამშრომელი ავტოგრაფიის კურსს გადის

image

ყველა მსახიობს თავისი პერსონაჟის მსგავსად ხელმოწერა უნდა შეეძლოს. თითოეული გმირის ხელმოწერა სპეციალისტებმა მისი ხასიათის და განწყობის მიხედვით შეიმუშავეს.


7. აკრძალულია თქვათ „არ ვიცი“

image

მსახიობებმა გმირის შესახებ წვრილმანებიც უნდა იცოდეს. რა უყვარს, რა არ უყვარს, ვინ იყო მისი მშობლები და ა.შ. ასევე პერსონაჟის სამყაროს შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს და ბავშვების კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად უნდა იყოს, თუ არა გაათავისუფლებენ.


8. ზღაპრული ქცევა

image

თანამშრომლების ქცევა პერსონაჟის ზღაპრულ ხასიათს უნდა შეესაბამებოდეს. მათ ცეკვას და სიმღერას არ აიძულებენ, მაგრამ ყოველთვის ხალისიანები უნდა იყვნენ. პირქუშობა, ასევე ტელეფონის გამოყენება, საღეჭი რეზინის დაღეჭვა და ჭამა აკრძალულია.


9. პრინცესები სოციალურ ქსელებს არ იყენებენ

image

კომპანია თანამშრომლებს ინტერნეტში თავიანთ როლზე საუბარს ან ფოტოს გამოქვეყნებას მკაცრად უკრძალავს. ზღაპარი მხოლოდ დისნეის პარკში და ბავშვების ცნობიერებაში ცხოვრობს, ხოლო მსახიობებს მხოლოდ მათი იმიჯის ფარგლებში მოქმედება შეუძლიათ, რადგან ნამდვილმა კონკიამ ტვიტერის შესახებ არ იცის.


10. დისნეილენდის სგარეთ სამყარო არ არსებობს

image

წესების მიხედვით, მსახიობმა კოსტუმის ჩაცმის შემდეგ დისნეილენდის გარეთ არსებული სამყარო უნდა დაივიწყოს. თუ მშვენიერ პრინცს ჰკითხავთ, უყურა თუ არა უახლეს ბლოკბასტერს ან ფეხბურთის მატჩს, თქვენს კითხვას ვერ გაიგებს და გეტყვით, რომ არ ესმის. დისნეის გმირები არ იცნობენ სხვა „სამყაროს“ პერსონაჟებს“: Pixar, ჰარი პოტერი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 15 უჩვეულო პროფესია, რომლითაც ადამიანები თავს ირჩენენ

2. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

3. იაპონიაში ოფისის თანამშრომლებისთვის კაფსულებს მდგომარე ძილისთვის ქმნიან

4. ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს

5. ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

6. ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა



0
604
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
604