x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მესიჯები ან "დედოფალოთი" იწყება ან გინებით" - ბაია პატარაია
image


ქალთა უფლებადამცველი და "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს:


"ღრმად ჩავისუნთქე და შვებულების დროს მოწერილ და გაუხსნელ მესიჯებს ჩავხედე ფბ-ში, 50 მაინც იყო, აქედან ნახევარი საფარი/Sapari გადავამისამართე, კონსულტაციები სჭირდებოდათ მსხვერპლებს და მათ ახლობლებს. ერთი-ორი პატარა გოგოც გამოერია, პირადი რჩევის მიღება რომ უნდა ხოლმე, (ესენი უსაყვარლესები არიან).


ვიფიქრე, ბარემ კაცების მონაწერებსაც გადავავლებ თქო თვალს. (დღეს თვითმფრინავში არტ გალერისტები გავიცანი, სად მოგწეროთო და მეთქი ფეისბუქზე. უცბად დამავიწყდა, რომ უცნობი კაცების მონაწერს არ ვხსნი.) ამჯერადაც ან "დედოფალოთი" იწყებოდა მესიჯები ან გინებით, და შევეშვი კითხვას. არადა, პირველი მესიჯი ჟურნალისტის იყო; პრაქტიკულად, გაუმართლა, რომ გავხსენი და ვუპასუხე.



სერიიდან: პოსტშვებულების კოშმარები".

0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0