x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს?

თუ შავ ქიშმიშს მხოლოდ ცხობის პროცესში იყენებდით აქამდე, დროა უკეთ გაეცნოთ მის საოცარ თვისებებს და ჩართოთ ის თქვენს რაციონში. მერწმუნეთ, ეს ნამდვილად სწორი არჩევანი იქნება! შავი ქიშმიში ორგანიზმისთვის ე.წ. მკვებავი ელექტროსადგურია, რომელიც ეხმარება ჯანმრთელობის გაძლიერებას. გაიგეთ უფრო მეტი მისი სარგებელის შესახებ და ის, თუ როგორ დაუმატოთ ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი თქვენს საკვებს.


რა არის შავი ქიშმიში?


ეს არის ყურძნის ჩირის პოპულარული ნაირსახეობა. მისი სამეცნიერო სახელია Vitis vinifera; ხარობს ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონში, ცენტრალურ ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.


ამ სახეობის ქიშმიში ზოგადად არ შეიცავს წიპწებს და არის ტკბილი. სწორედ მისი ბუნებრივი სიტკბოს გამო აქტიურად იყენებენ საკონდიტრო პროდუქტის წარმოაებაში, როგორიცაა: ნამცხვრები, ორცხობილები, ღვეზელები. შავი ქიშმიში ასევე გამოიყენება ტრადიციული სამედიცინო პრეპარატების დამზადებისას, რითიც მკურნალობენ ხველას და სასუნთქი გზების ანთებას.


image

შავი ქიშმიშის კვებითი ღირებულებები


USDA National Nutrient Database-ის თანახმად, შავი ქიშმიში ბუნებრივი შაქრის, ბოჭკოვანას და ნახშირწყლების მდიდარი წყაროა. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს. რაც შეეხება მინერალებს, მის შემადგენლობაში შედის კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და ნატრიუმი. არის ფოლის მჟავას (ვიტამინი B9) და C ვიტამინის წყარო. ახლა კი გავიგოთ უფრო მეტი მის კვებით ღირებულებებზე, ის თუ როგორ შეუძლია ამ საოცარ პროდუქტს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.


შავი ქიშმიშის სასარგებლო თვისებები


შავი ქიშმიში ხელს უშლის კარიესის და ღრძილების დაავადების განვითარებას, ზრდის შემეცნებით უნარს, აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში.


იცავს ორგანიზმს კარდიოვასკულარული დაავადებებისგან


თუ რეგულარულად მიირთმევთ შავ ქიშმიშა, ამით დიდ დახმარებას გაუწევთ თქვენს ორგანიზმს. რამდენადაც ეს პროდუქტი დიეტური ბოჭკოვანას და პოლიფენოლების მნიშვნელოვანი საბადოა, რომელიც დაიცავს თქვენი გულის ჯანმრთელობას.

სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Lipid in Health and Disease, გთავაზობთ დაუმატოთ შავი ქიშმიში თქვენს რაციონს, რამდენადაც ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, ისევე როგორც ეხმარება არტერიული წნევის მოწესრიგებაში.


ინდოეთსა და მეზობელ ქვეყნებში შავ ქიშმიშს წყალში ალბობენ მთელი ღამის განმავლობაში და დილით უზმოზე იღებენ, ეს საუკუნეების მანძილზე გამოცდილი საშუალებაა მაღალი წნევის სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე უკვე გამოცდილია, ფორმალურ კვლევებს ამის თაობაზე კვლავ ელიან.


image

აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობას


შავი ქიშმიშის ჩართვა რაციონში საუკეთესო საშუალებაა კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კვლევების თანახმად, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტში (ჩიკაგო) ჩატარდა, შავი ქიშმიში შეიცავს ანტიმიკრობულ ნაერთებს, როგორიცაა ოლეანოლისა და ლინოლემიურ მჟავას. რომელიც ებრძვის პირის ღრუს პათოგენებს და გიცავთ კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარებისგან.


ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას


შავი ქიშმიში დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებია, რაც იმას ნიშნავს რომ მასში წარმოდგენილი კარბოჰიდრატები (ნახშირწყლების მეც. სახელწოდება) არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას გლუკოზის დონეზე სისხლში. ასევე, მრავალმა კვლევამ დაამტკიცა რომ შავი ქიშმიში ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.

2015 წელს ჩატარებული კვლევამ, რომელშიც 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულები იღებდნენ მონაწილეობას, დაამტკიცა რომ შავი ქიშმიშის რეგულარულმა მოხმარებამ, მაგ. წახემსებისას, მათ სისხლში დაარეგულირა გლუკოზის დონე.


image


აუმჯობესებს მეხსიერებას


უმნიშვნელოვანესია მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა თქვენს რაციონში, რადგან ეს გეხმარებათ სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებასთან ბრძოლაში.

ასევე, ჩატარდა ექსპერიმენტები ასაკოვან ვირთხებზე სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ირანში, ავსტრალიასა და კანადაში, რათა განესაზღვრათ შავი ქიშმიშის მოხმარების გავლენა ტვინის ქსოვილებზე. შედგებმა აჩვენა რომ ამ საოცარ პროდუქტს გააჩნია ბრწყინვალე ანტიოქსიდანტური თვისებები, რომელიც ეხმარება როგორც შემეცნების, ისე მეხსიერების გაუმჯობესებას.


აქვს სიმსივნის განვითარების საწინააღმდეგო ეფექტი


2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Food & Function დამტკიცდა რომ შავი ქიშმიში ებრძვის მსხვილ ნაწლავში სიმსივნური უჯრედების განვითარებას, რაც ფენოლის ნაერთების დამსახურებაა, რომელსაც ეს პროდუქტი უხვად შეიცავს. ამასთან, მას გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, არის ანტი-პროლიფერატი, რაც იცავს თქვენს ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისგან.


აგვარებს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს


როდესაც საქმე საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას ეხება, შავი ქიშმიში ის საკვებია, რისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ. იმის გამო, რომ უხვად შეიცავს ბოჭკოვანას, რისკი რომ ყაბზობა (შეკრულობა) შეგაწუხებთ, ძალიან დაბალია.


როგორ მივირთვათ შავი ქიშმიში

  • კლასიკური საშუალებაა შავი ქიშმიშის დამატება შვრიის ნამცხვარში;
  • შეგიძლიათ მოაყაროთ ქიშმიში გამომცხვარ ხვეულებს;
  • შეურიოთ სალათში თუ განსხვავებული რამ გსურთ დააგემოვნოთ;
  • დაუმატეთ ერთი მუჭა ქიშმიში იოგურტს ან შვრიის ფაფას ახალი გემოთი რომ ისიამოვნოთ;
  • ან უბრალოდ, ჩაყარეთ ცოტაოდენი შავი ქიშმიში თასში პოპ-კორნის ნაცვლად და ისიამოვნეთ ფილმის ყურებისას.

ასევე დაგაინტერესებთ:



როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება პირველი სიმპტომებით?


8 მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ


რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?


ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


2
391
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
391
  
2022, 8 სექტემბერი, 22:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2