x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ესპანეთის ხელისუფლება ქალებს აუზში შიშველი მკერდით ცურვის საშუალებას აძლევს
image

ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალებმა საზოგადოებრივ აუზებში შიშველი მკერდით უნდა იცურონ, რათა დასრულდეს მათი სხეულის სექსუალიზაცია და ებრძოლონ დისკრიმინაციას.



კატალონიის ხელისუფლებამ წამოიწყო სარეკლამო კამპანია, რომელიც მხარს უჭერს ქალთა უფლებებს იცურონ შიშველი მკერდით საზოგადოებრივ აუზებში, მას შემდეგ რაც ზოგიერთმა ქალმა დაიჩივლა, რომ მათ ამის გაკეთებას უკრძალავენ.



„ქალების სექსუალიზაცია მათი ახალგაზრდობიდანვე იწყება და მთელი ცხოვრება თან მიჰყვებათ."




"ამის დასტურია არის ის, რომ ზოგან მკერდი უნდა დავიფაროთ“, - ნათქვამია კამპანიის ვიდეორგოლში.



ვიდეო ასევე ეხება ორმაგ სტანდარტებს სქესებს შორის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მამაკაცებისთვის უფრო მისაღებია წელსზემოთ შიშველი სიარული, ვიდრე ქალებისთვის.



კატალონიაში თანასწორობისა და ფემინიზმის დეპარტამენტმა კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ საკუთარი საზაფხულო სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელიც ამ ზაფხულს პლაჟის მონახულებისკენ მოუწოდებს პლიუს ზომის და ხანდაზმულ ქალებს.



სლოგანები, როგორიცაა „ყველა სხეული- პლაჟის სხეულია“ და „ზაფხულიც ჩვენია“ ეწერა ფოტოშოპით დამუშავეულ სურათებზე და, ერთ შემთხვევაში, ქალის ფოტოზე, რომელსაც მასტექტომია ჰქონდა გაკეთებული.



კატალონიის თანასწორობის დეპარტამენტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეწყო კამპანია მას შემდეგ, რაც ორმა ქალმა იჩივლა, რომ საჯარო საცურაო აუზებში მკერდის დაფარვა მოთხოვეს. კატალონიის ქალთა ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოის პოჩიელომ The Telegraph-ს განუცხადა, რომ ეს კამპანია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობაა.



„ჩვენ გვინდა შევებრძოლოთ დისკრიმინაციას, რომელსაც ქალები ზოგჯერ განიცდიან, როდესაც მათ შიშველი მკერდით სურთ ყოფნა გარკვეულ სიტუაციებში, როგორიცაა საცურაო აუზები. ქალებს უნდა შეეძლოთ საკუთარი სხეულით გამოხატვის თავისუფლების უფლება “, - განუცხადა პოჩიელომ გაოცემას



„ეს დისკრიმინაცია მომდინარეობს ქალის სხეულის სექსუალურობიდან და ის იწყება ადრეული ასაკიდან, როდესაც გოგონები ბიკინებში არიან ჩაცმული, მაშინაც კი, როცა ისინი სქესოვრივად მომწიფებულები არ არიან. ვიმედოვნებთ, რომ ეს კამპანია შეცვლის ამ მიდგომას."

0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0