x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც ჯერ 2 ადამიანი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა
image

.

ქართველმა კაცმა თურქეთში ორი პირი მოკლა, შემდეგ კი სარფის საზღვარზე თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს სამივე მოქალაქე თურქეთში ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ იყო წასული. მოკლული ქალი მკვლელის მეუღლეა, მამაკაცი კი მისი მეგობარი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაულის ჩადენისთანავე საქართველოში დაბრუნება სცადა. მამაკაცმა რომელიც ტაქსით ქემალფაშას რაიონში სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა, ავტომობილის პარკინგის ზონაში იმავე იარაღით მოიკლა თავი, რომლითაც ორი ადამიანი მოკლა. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იმის შიშით, რომ პოლიცია დააკავებდა თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ხოფას საავადმყოფოში გარდაიცვალა

.

მოკლულთა შორის ერთი ქალია. ინციდენტი ართვინში არხავის რაიონის კალეში მოხდა.

0
393
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0