x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 მოულოდნელი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მათზე წარმოდგენა შეგიცვალონ

image
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებსა და ისტორიებს ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:

1. პერის ჰილტონმა თავისი ძაღლებისთვის სახლი ააშენებინა, ავეჯით და ჭაღითაც კი

პარიზ ჰილტონი ცნობილია ჩიხუახუას სიყვარულით. მისი საყვარელი ძაღლებისთვის ვარსკვლავმა ააშენა ნამდვილი სასახლე თავისი სახლის უკანა ეზოში.image
სახლის შიგნით არის კონდიციონერი, გათბობის სისტემა, დიზაინერული ავეჯი, ჭაღი და აივანი. მთელი ინტერიერი ვარდისფერია. სასახლის გვერდით კი შემოღობილი ეზოა - ძაღლების სეირნობის სურვილის შემთხვევაში.image

2. ერთ დროს ტიმოტი შალამე ლუდრეს ლეონს ხვდებოდა და მთელი ღამე დედამისს, მადონას ეცეკვებოდა.

ტიმოტი შალამე, ერთი შეხედვით მშვიდი, მოკრძალებული ბიჭია, რომელიც არ იწყებს რომანებს და შორს არის ხმაურიანი წვეულებებისგან.

როდესაც მსახიობი მანჰეტენის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, ერთხელ მან მთელი ღამე გაატარა წვეულებაზე თავის მაშინდელ შეყვარებულთან, მოდელ ლურდეს ჩიკონე-ლეონთან ერთად და დედამისი, მომღერალი მადონა, მათთან ერთად ცეკვავდა. სხვათა შორის, ლურდესთან ურთიერთობის დაშორებიდან მალევე, ბიჭი ახალ შეყვარებულთან ერთად ნახეს.

ასევე, ინტერვიუში, ფილმის "დიუნის" გამოშვებასთან დაკავშირებით, შალამემ თქვა, რომ გადასაღებ მოედანზე კოლეგებთან ერთად ისინი ხშირად აწყობდნენ საცეკვაო წვეულებებს.image

3. დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფლმების გადაღებების დროს დაახლოებით 60 “ჯადოსნური ჯოხი" გატეხა

მაშინ, როცა ყველა ახალგაზრდა მაყურებელი ოცნებობდა ნამდვილი ჯადოსნური ჯოხების ქონაზე, ჰარი პოტერის შემსრულებელ მსახიობს ყოველ 3-4 კვირაში უწევდა ყალბი ჯოხების შეცვლა. მსახიობ მათ გამუდმებით ამტვრევდა მუხლებზე მათი დარტყმით. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორებმა ბიჭს სთხოვეს, ეს არ გაეკეთებინა, რედკლიფმა მაინც ვერ მოიშორა ჩვევა.image

4. ჯონ ტრავოლტას მეორე პროფესია კერძო ვერტმფრენის პილოტობაა

ტრავოლტას, როგორც მსახიობს, ყველა იცნობს. მაგრამ რეალურად, 15 წლიდან ის პროფესიონალურად არის ჩართული ავიაციაში და ახლა აქვს რამდენიმე თვითმფრინავის მოდელის პილოტის ლიცენზია. ბოლო 2022 წლის მარტში მიიღო. ტრავოლტა ამ გატაცებას სერიოზულად იღებს და ფრენას მეორე კარიერას უწოდებს.image

5. ბარბარა სტრეიზანდი ყველგან აგზავნის მოთხოვნას იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი პირადი საპირფარეშო

ყველა სასტუმროში, გასახდელში და სხვა ადგილებში, სადაც მომღერალი მიდის, ყოველთვის ითხოვს ვარდის ფურცლებს ტუალეტში. სულ ერთია, თუნდაც უნიტაზში იყოს ჩაყრილი.

სტრეიზანდი ასევე აუცილებლად ითხოვს ატმისფერ ტუალეტის ქაღალდის რულონს და ამავე ფერის დიზაინერულ პირსახოცებს, რადგან მისი აზრით ეს ტონი სრულყოფილად შეესაბამება მის სახის ფერს.image

6. რობერტ პატინსონს საკუთარი გარეგნობა აკომპლექსებდა

მსახიობმა აღიარა, რომ არ ესმის, რატომ მოსწონს ბევრს მისი გარეგნობა. თავად პატინსონი თავს ლამაზად არ თვლის და დიდი ხანია აკრიტიკებს გარეგნობას.

პეტინსონი დაკომპლექსებული იყო მისი გამხდარი აღნაგობით, ყურადღებას აქცევდა ნაოჭებს. ის ასევე ძალიან ნერვიულობდა ფოტოსესიების დროს და საჯარო ღონისძიებამდე რამდენჯერმე შეეძლო მთლიანად შეეცვალა ჩაცმულობა. ამ სტრესების გამო მსახიობს პანიკური შეტევებიც კი ჰქონდა.image

7. მერილ სტტიპი კალათბურთის თამაშს რეპერ 50 Cent-თან ერთად ესწრებოდა

2014 წელს მსახიობი და რეპერი კალათბურთის თამაშზე გამოჩნდნენ, სადაც ერთად ისხდნენ ტრიბუნაზე. მოგვიანებით რეპერმა თქვა, რომ სტრიპი მაშინ პირველად მივიდა ასეთ ღონისძიებაზე და საერთოდ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ამიტომ გადაწყვიტა დახმარებოდა მსახიობს. თავად რეპერზე ამ ამბავმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე ენთუზიაზმით საუბრობს ამ ინციდენტზე თავისი ცხოვრებიდან.image

8. რაიან გოსლინგი ბავშვობაში ჯასთინ ტიმბერლეიკთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა

1990-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ითამაშეს ამერიკულ შოუში The Mickey Mouse Club. გადაღებები ხანგრძლივი იყო და მალე სამუშაომ აიძულა გოსლინგის დედა სამშობლოში, კანადაში დაბრუნებულიყო. შემდეგ რაიანმა ჯასტინის ოჯახთან ერთად დაიწყო ცხოვრება და ტიმბერლეიკის დედა ექვსი თვის განმავლობაში გოსლინგის კანონიერი მეურვეც კი გახდა.

ახლა მამაკაცები თითქმის არ იკვეთებიან. ტიმბერლეიკმა თქვა, რომ მათ გაუჭირდათ კომუნიკაცია გოსლინგის დატვირთული გრაფიკის გამო. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ ზოგადად მისთვის რთულია ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება.image

9. ჯეიკ ჯილენჰოლი და ჰიტ ლეჯერი ახლო მეგობრები იყვნენ

ფილმის “კუზიანი მთის" გადაღების შემდეგ მსახიობები საუკეთესო მეგობრები გახდნენ. როდესაც ლეჯერსა და მის შეყვარებულს მიშელ უილიამსს ქალიშვილი
შეეძინათ, წყვილმა ჯილენჰოლს ნათლიობა სთხოვა.

მეგობრის გარდაცვალება დიდი შოკი იყო ჯეიკისთვის, მაგრამ მან იპოვა ძალა, დაეხმარა მიშელს პატარა ქალიშვილის გაზრდაში. წლების შემდეგ კი ჯილენჰოლმა აღიარა, რომ მისთვის ჯერ კიდევ რთულია ლეჯერზე საუბარი და რომ ძალიან ენატრება მისი მეგობარი.image

10. ჯენიფერ ლოპესმა ერთხელ აგენტი გააგდო თავის წონაზე კომენტარის გამო

პოპ დივას ერთხელ ჰყავდა აგენტი, რომელმაც თავის თავს უფლება მისცა ეთქვა ჯეი ლოსთვის, რომ ჭარბი წონა ჰქონდა და უნდა დაეკლო. მომღერალმა არ მოითმინა ასეთი უტაქტობა და მაშინვე გაათავისუფლა ის.image







0
416
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0