საოცარი კადრები – როგორ პოზირებდა მის «Columbia Pictures»–ი კინოკომპანიის ლოგოსთვის
1924 წელს, კინოკომპანია – «კოლუმბია ფიქჩერსი» დაარსების დღიდან, მისი ლოგო ქალია, ჩირაღდნით ხელში, რომლის პროტოტიპი მსახიობი ეველინ ვენეიბლი გახდა.
თავიდან, რა თქმა უნდა, ფილმიც და ლოგოც შავ–თეთრი იყო. ფერადი კინოს გამოჩენის შემდეგ, ლოგოც გააფერადეს. თუმცა ტექნიკის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნებიც იცვლებოდა და დღის წესრიგში ლოგოს გაციფროვნება დადგა.
1992 წელს მაიკლ დიასმა «კოლუმბია ფიქჩერსის» ხელმძღვანელობისგან, კომპანიის ლოგოს გაციფროვანების შეკვეთა მიიღო. დავალების შესასრულებლად, საჭირო იყო მოდელი ჩირაღდნით და შესაბამისი სამოსით. მაიკლს სპეციალური სამოდელო სააგენტოსთვის არ მიუმართავს. ის უბრალოდ, კინოკომპანიის გრაფიკული დიზაინის განყოფილებაში მივიდა, სადაც რედაქტორად, მისი ნაცნობი, 28 წლის ჯენი ჯოზეფი მუშაობდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მოდელს, ძველი ლოგოდან. მაიკლმა, ფოტოგრაფ კეტი ანდერსენთან ერთად, გადაწყვიტა, რომ ჯეინზე იდეალურ მოდელს, ამ როლისთვის, უბრალოდ, ვერ ნახავდა. ხოლო ის, რომ მას კამერასთან მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, მათ არ აღელვებდათ...
კეტის ახალი ორლეანის ბინა, სწრაფად იმპროვიზებულ ფოტო სტუდიად გადააკეთეს – სასტუმრო ოთახში ფონი და განათება დაამონტაჟეს. ფოტოსესია სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა. მაიკლი და კეიტი გამუდმებით უცვლიდნენ ადგილს თეთრ ზეწარს, ჯეინის სხეულზე. ხოლო, თავად ჯეინი, გადაღებებს შორის, ჯდებოდა, რადგან გაშვერილი ხელით დგომა, ადვილი ნამდვილად არ იყო. სწორედ მაშინ არის გადაღებული ფოტო, რომელსაც ხუმრობით, «ლედი ჩირაღდანი ისვენებს» შეარქვეს.
როდესაც საკმაო რაოდენობის კადრები გადაიღეს, ჯგუფი დაიშალა. მაიკლმა ფოტომასალა წაიღო და 2 თვის მანძილზე, ლოგოზე მუშაობდა. ასე გახდა ჯეინი კომპანიის სახე და ეს მის ცხოვრებაში, პირველი და უკანასკნელი, სამოდელო გამოცდილება იყო.
შემოგვუერთდი შენც, ეს შენი საიტია ❤️❤️❤️
❤️❤️❤️ NUCUBA.GE ❤️❤️❤️