x
image
თამილა გურაშვილი
აქამდე ეს არავის უნახავს: უების ტელესკოპმა იუპიტერის უახლესი სურათები დედამიწას გამოუგზავნა
image

მეცნიერებმა იუპიტერის უახლესი სურათები გამოაქვეყნეს - გიგანტური ქარიშხლებით, ძლიერი ქარითა და პოლარული ნათებით.




გიგანტური პლანეტის ახალი სურათები გადაღებულია ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპით და გამოქვეყნდა ნასას ვებსაიტზე.




ასტრონომების თქმით, ისინი თავად არ ელოდნენ, რომ ფოტოები ასეთი კარგი აღმოჩნდებოდა.




"გულწრფელად რომ გითხრათ, არ ველოდით, რომ ეს ასე კარგი გამოვიდოდა. მართლაც გასაოცარია, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ იუპიტერის დეტალები მის რგოლებთან, პაწაწინა მთვარეებთან და გალაქტიკებთან ერთად ერთ გამოსახულებაზე." - თქვა პლანეტარულმა ასტრონომმა იმკე დე პატერმა.



image

ფოტოზე ნაჩვენებია პოლარული ნათება იუპიტერის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე. დიდი წითელი ლაქა, ცნობილი ქარიშხალი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია დედამიწის შთანთქმა, ნაჩვენებია თეთრად, რადგან ის ირეკლავს მზის უამრავ შუქს.


image


"ბევრი კაშკაშა თეთრი "ლაქები" და "ზოლები" სავარაუდოდ წარმოადგენს ძალიან მაღალ ღრუბლებს, რომლებიც კონდენსირებულია კონვექტიური შტორმებისგან. ამის საპირისპიროდ, ეკვატორის ჩრდილოეთით მუქ ზოლებს მცირე ღრუბლიანი საფარი აქვს." - აცხადებენ მეცნიერები.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0