x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რატომ დააყენა სიტყვა "კუმ" ფილმი "ქინ-ძა-ძა!" აკრძალვის საფრთხის წინაშე?

image


საკულტო, ანტიუტოპიური ჟანრის ფანტასტიკური, ორსერიანი მხატვრული ფილმი - "ქინ-ძა-ძა!" კინოსტუდია "მოსფილმში", რეჟისორ გიორგი დანელიას მიერ 1986 წელს იქნა გადაღებული.


image


რომ არა დანელია ეს სცენარი "მოსფილმის" ხელმძღვანელთა კაბინეტს ვერასდროს გაცდებოდა იმდენად უცნაურად ჟღერდა ამბავი ქინ-ძა-ძას გალაქტიკის პლანეტა პლიუკის მკვიდრებზე. სსრკ-ას კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე კამშალოვმა ერთხელ რეჟისორს უთხრა:


image


"შენი სცენარი რომ არ იყოს, პირველი გვერდიდანვე შევწყვეტდი ამ სისულელეების კითხვას!". სცენარი ძალიან დიდხანს იწერებოდა და როცა მასზე საბოლოოდ, მუშაობა დასრულდა, მისი ავტორები გიორგი დანელია და რეზო გაბრიაძე ხუმრობდნენ, რომ ქუჩის რიგითმა დაცვამ სერჟანტიდან უფროს ლეიტენანტამდე გახდომაც კი მოახერხა.


image


პლანეტა პლიუკზე მთავარი სიტყვა, რომელიც ყველა ემოციას გამოხატავდა - "კუ!" გახლდათ, როდესაც ფილმის გადაღება უკვე დაწყებული იყო, ბრეჟნევი ჩერნენკომ ჩაანაცვლა, შესაბამისად, ყველა გაზეთი მისი ინიციალებით - კ.უ. ჩერნენკო იყო აჭრელებული.

image


უწყინარ "კუ"-ში ვინმეს რაიმე პოლიტიკურად არასანდო მინიშნებები რომ არ ამოეცნო, გადაწყვიტეს ზემოხსენებული სიტყვის სხვათი ჩანაცვლება. წამოყენებული იყო ვარიანტები - "კა", "კო", "კი"... თუმცა სანამ გადამღები ჯგუფი არჩევდა, ჩერნენკო გარდაიცვალა და ყველაფერიც ძველებურად დარჩა.


image


"ქინ-ძა-ძა" გაქირავებაში ჩავარდა, ფილმმა მხოლოდ მე-13 ადგილი დაიკავა - მაყურებელი დანელიასგან კომედიას ელოდა, თუმცა ხელში ფილოსოფიური კინო - იგავი შერჩა. ბევრმა უბრალოდ ის ვერ გაიგო, თუმცა სიტყვა "კუ" ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული გახდა.



0
192
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
192