x
image
jango
სტუდენტური აქციები დღეიდან განახლდება

imageსტუდენტებმა თავისი ძალა ანახეს და პატიმრების დასახმარებლად ერთად შეიკრიბნენ. მათი დამსახურებაა ორი მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება, მათი დამსახურებაა ის, რომ ცოტათი მაინც იგრძნეს შვება პატიმრებმა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და დღეს ისევ ანახლებენ აქციებს, სტუდენტური საპროტესტო გამოსვლები დღეს განახლდება. ყველა უნივერსიტეტისსტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 15 საათზე შეიკრიბება.17 საათისთვის კი, იგეგმება მსვლელობა პროკურატურისკენ. სტუდენტებს ფილარმონიიდან უფლებადამცველებიც შეუერთდებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: ისინი პატიმრების წამებაში დამნაშავე ყველა პირის, მათ შორის, ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას, დასჯას მოითხოვენ. არ აწამო! არა წამებას! დავიცვათ პატიმრების უფლებები! დაისაჯოს დამნაშავე! პატივი ეცით ადამიანის უფლებებს!- ამ ლოზუნგებით არის გამოსული მოსახლეობის დიდი ნაწილი გარეთ. მთელი საქართველო იმიტომ უნდა გაერთიანდეს, რომ თუ ეს არ შეჩერდა ყველასთან მოვა ეს ძალადობა. ეჭვი არ შემაქვს ამ კადრების სინამდვილეში და არც მაინტერესებს მისი წარმომავლობა. ფაქტი ვნახე, ვარ აღშფოთებული და არ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭო. დღევანდელი ა აქციის განახლების შესახებ გუშინ, 23 სექტემბერს, გამართულ აქციაზე უფლებადამცველმა და მოძრაობა "არა"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა. სტუდენტების ნაწილმა, გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-მა, დღევანდელი აქციები 21 სექტემბერსაც დააანონსა, მას შემდეგ, რაც მათ გადაწყვიტეს საპროტესტო აქციები რამდენიმე დღით შეეწყვიტათ.

3
72
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
72
  
2012, 24 სექტემბერი, 12:52
კი 3 საათზე თსუ 1 კორპუსთან
2012, 24 სექტემბერი, 12:50
დღეს არის?
2012, 24 სექტემბერი, 12:50
++++
0 1 3