x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როზეტა "ჩოჩარადან", რომელმაც სრულიად მოულოდნელად 19 წლის ასაკში მიატოვა კინოკარიერა
image

1948 წლის 22 აგვისტოს დაიბადა დაიბადა მსახიობი ელეონორა ბრაუნი, რომლის დებიუტიც შედგა ფილმში "ჩოჩარა ", სადაც სოფი ლორენის გმირის შვილის, როზეტას როლი განასახიერა, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, თუმცა გოგონამ სრულიად მოულოდნელად 19 წლის ასაკში გადაწყვიტა შეეწყვიტა კინოკარიერა.



ელეონორა ბრაუნი დაიბადა ნეაპოლში 1948 წელს. დედამისი იტალიელი იყო, მამა კი ამერიკელი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მუშაობდა. ბავშვობაში ელეონორას სურდა ასტრონომი გამხდარიყო. გოგონა ამერიკულ სკოლაში სწავლობდა და კარგად ვერ ლაპარაკობდა იტალიურად. ელეონორის დებიუტი კინოში 1960 წელს 11 წლის ასაკში შედგა. მან ითამაშა სოფია ლორენის პერსონაჟის ქალიშვილის, როზეტას როლი, ფილმში "ჩოჩარა." რეჟისორი ვიტორიო დე სიკა როზეტას როლზე თავდაპირველად ეძებდა ასაკით უფრო უფროს გოგონას, მაგრამ ელეონორას ბებიამ გოგონა მაინც წაიყვანა ქასტინგზე, რათა სოფი ლორენი ენახა. სიკამ მაშინვე დაამტკიცა გოგონა როლზე.როგორც მსახიობი იხსენებს, ის იმდენად პატარა იყო, რომ გაუპატიურების სცენის გადაღების დროს ვერ მიხვდა რა ხდებოდა. რეჟისორმა მოიტყუა, რომ მისი მშობლები ამერიკაში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, რათა ატირებულიყო.



image
სოფი ლორენი ყველანაირად ზრუნავდა ელეონორაზე და ეხმარებოდა იტალიური ენის სწავლაში. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად და მრავალი ჯილდოც მოიპოვა. ბრაუნი კინოვარსკვლავი გახდა. "ჩოჩარას" წარმატების შემდეგ, ბრაუნმა ითამაშა 60-იანი წლების კიდევ რამდენიმე ფილმში, როგორიცაა "მეზღვაური გიბრალტარიდან", "ვეფხვი"და "სასიკვდილო განაჩენი".


image


1961 წელს იგი გამოჩნდა დე სიკას სპაგეტის ვესტერნში "საშინელი სასამართლო" რეჟისორს ყველა ფილმში სურდა მსახიობს ეთამაშა, მაგრამ გოგონამ მოულოდნელად, 19 წლის ასაკში კინოკარიერაზე უარი თქვა, თუმცა ფილმების იტალიურ და ინგლისურ ენებზე დუბლირებაზე კიდევ 20 წელი იმუშავა. დაამთავრა რომის ჯონ კაბოტის უნივერსიტეტი ბიზნესისა და ეკონომიკის განხრით. შემდგომში მუშაობდა იტალიის პარლამენტში თარჯიმნად. 2018 წელს, სრულიად მოულოდნელად სამსახიობო კარიერის დასრულებიდან 50 წლის შემდეგ, ბრაუნმა ითამაშა ფილმში Un amore così grande.


image

0
353
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0