ისტორია ბელარუსმა 18 ქვეყანას თხოვნით მიმართა, 400 ნაცისტი დამნაშავის დაკავებაში დაეხმარონ 2022, 20 აგვისტო, 16:30
ბელარუსმა შეიტყო 400 კრიმინალის ადგილსამყოფელი და გაგზავნა მოთხოვნა 18 ქვეყანაში.
ბელარუსის გენერალურ პროკურატურას აქვს ინფორმაცია, რომ მინიმუმ 400 ნაცისტი კრიმინალი ცოცხალია და იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში, დეპარტამენტმა 18 ქვეყნის სასამართლოს გაუგზავნა დახმარებოდა დამნაშავის დაკავებაში, განაცხადა ლეონიდ კასინსკიმ, ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს იდეოლოგიური მუშაობის მთავარი განყოფილების ხელმძღვანელმა. „2022 წლის დასაწყისში, ბელორუსის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურას ჰქონდა ინფორმაცია მინიმუმ 400 ცოცხალი ნაცისტი კრიმინალის ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებსაც იცავენ საზღვარგარეთის სახელმწიფოები, გაუგზავნა 60 მოთხოვნა 18 ქვეყანაში, რათა გაგვიწიონ სამართებლივი დამხარება ბელორუსი ხალხის გენოციდის საქმეში.“, - განაცხადა მან პირველ საერთაშორისო ანტიფაშისტურ კონგრესზე გამოსვლისას. მისი თქმით, პროკურატურამ მიმართა კანადას, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, არგენტინას, ბრაზილიას, ავსტრალიას, ლიტვას, ლატვიას და ასევე სხვა ქვეყნებს. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებამ თხოვნაზე დაუყოვნებლივ უარი თქვა, რადგან, მათი აზრით, ბელარუსის მოთხოვნების დაკმაყოფილება ზიანს აყენებს მათი ქვეყნების უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჰამბურგში დააკავეს 96 წლის გერმანელი ქალი ირმგარდ ფიურჰნერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკ შტუტჰოფში 11 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობაში იყო ბრალდებული. მთავარ ფოტოზე: მინსკის ოკუპაცია ნაცისტების მიერ, 1941 წლის 28 ივნისი 179 2-ს მოსწონს
|