x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა განსხვავებაა ნაკურთხ და ჩვეულებრივ წყალს შორის და რატომ არის ის უფრო სასარგებლო
image


ჩვენი ორგანიზმის 75%-ი წყალია. ეს ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც პლანეტაზე სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება. ჩვეულებრივი წყალი, ვერცხლის ჭურჭელში მოხვედრის შემდეგ, ანტიბაქტერიული, სამკურნალო სითხე ხდება, რომელსაც ნებისმიერი მავნე ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ასეთი მნიშვნელოვანი თვისების მიღების მიუხედავად, მისი ქიმიური ფორმულა უცვლელი რჩება. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, წყლის თვისებები, მის ქიმიურ შემადგენლობაზე კი არა, მის მოლეკულურ სტრუქტურაზე დამოკიდებული. წყლის მოლეკულები, ერთმანეთთან კავშირით, კლასტერებს ქმნიან, რომლებიც გარემო პირობების მიხედვით, ტრანსფორმირდებიან და წყალი მათი სტრუქტურის მიხედვით, განსხვავებულ თვისებებს იძენს.


image


XX საუკუნის ბოლოს, იაპონელმა მეცნიერმა მასარუ იმოტომ, რომელიც წყლის ბიოენერგეტიკულ თვისებებზე მუშაობდა, დაადგინა, რომ წყალს „სმენა“ და „გრძნობა“ აქვს და რომ მას ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება შეუძლია.
მეცნიერი, ხანგრძლივი დროის მანძილზე, სხვადასხვა ადგილებიდან აღებულ წყლის სინჯებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, მათ შორის, დისტილირებულ წყალზეც. ის წყლის სინჯებს, თხევადი აზოტით ყინავდა და მაღალი მგრძნობელობის ფოტოკამერიანი ტელესკოპით, სურათებს უღებდა კრისტალებს. ცდების მიღებულმა შედეგებმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ქალაქში, ონკანის წყლიდან აღებული სინჯის კრისტალები, ძლიერ დეფორმირებული და ულამაზო იყო, ხოლო მთის წყაროს სინჯის – სუფთა და ლამაზი. ულამაზო კრისტალები ჰქონდა დისტილირებულ წყალსაც.image


შემდეგ ეტაპზე, მეცნიერმა დაამტკიცა, რომ წყალს აქვს „გრძნობა“. წყალს რომელსაც კარგ სიტყვებს ეუბნებოდნენ, დიდ ხანს ძლებდა, ხოლო რომელსაც ლანძღავდნენ – მალევე ფუჭდებოდა. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ მასზე გულგრილობაც უარყოფითად მოქმედებდა:
ექსპერიმენტის დროს, 3 ჭიქაში მოათავსეს ბრინჯი და ერთი და იგივე წყალი დაასხეს. ერთი თვის მანძილზე, ყოველ დღე, პირველ ჭიქაში მოთავსებულ მასას „მადლობას“ ეუბნებოდნენ, მეორეს – „შტერი ხარ“, ხოლო, მესამეს – ყურადღებას არ აქცევდნენ.
ერთი თვის შემდეგ, I ჭიქაში მოთავსებულმა ბრინჯმა, მოძრაობა დაიწყო და სასიამოვნო სურნელი გამოსცა, II ჭიქაში, ბრინჯი გაშავდა, ხოლო III ჭიქაში – ლპობა დაიწყო.


image



მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს ონკანის წყალზეც. აღებული წყლის ერთი ნაწილი ლაბორატორიაში დატოვეს, ხოლო მეორე – ეკლესიაში წაიღეს და აკურთხებინეს, ამის შემდეგ, ორივე წყალი გაყინეს და კრისტალებს სურათი გადაუღეს. ერთი და იგივე წყლის კრისტალების სურათები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა:



image

რადგან ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება, მასზე ისევე მოქმედებს უარყოფითი ემოციები და ლოცვა, როგორც წყალზე და ეს გავლენა ჯანმრთელობაზეც აისახება.


image


imageimageimageimage






0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0