აბატ ანასტასიას წიგნი ჰქონდა, რომელიც შესანიშნავ პერგამენტზე იყო დაწერილი. ის 20 პენსი ღირდა და მასში ძველი და ახალი აღქმის სრული ვერსიები იყო შესული. ერთხელ, აბატთან ბერი მივიდა და ბიბლია მოპარა. იმ დღეს ანასტასიასმა მისი წაკითხვა გადაწყვიტა. როდესაც ნახა, რომ წიგნი დაკარგული იყო, მაშინვე მიხვდა, რომ ის ბერმა წაიღო. მაგრამ, ცრუ ბრალდების წაყენების შიშით, მას არ გამოკიდებია.
ბერი კი, წიგნის გასაყიდად, ქალაქში წავიდა. ის წიგნში 18 პენსის მიღებას ფიქრობდა. ერთ კაცს ბიბლია მოეწონა და უთხრა:
— წიგნი მომეცი — გავიგებ, ღირს თუ არა მასში ამდენი ფულის გადახდა.
მან წიგნი აბატ ანასტასიას აჩვენა და უთხრა:
— მამაო, ნახე ეს წიგნი და თუ შეიძლება, მითხარი, ღირს თუ არა ის 18 პენსი?
— ძალიან კარგი წიგნა, — დაუდასტურა აბატმა. — ვფიქრობ, რომ 18 პენსი — კარგი ფასია.
კაცი დაბრუნდა ბერთან და უთხრა:
— აი, ფული გამომართვი. წიგნი აბატ ანასტასიასს ვაჩვენე და მითხრა, რომ ნამდვილად ღირს, რომ მასში 18 პენსი გადავიხადო.
ბერი გაოცდა.
— სულ ეს იყო, რაც გითხრა? მეტი არაფერი უთქვამს? — ჰკითხა მან მყიდველს.
— არა, არაფერი.
— გადავიფიქრე, წიგნს აღარ ვყიდი. — უთხრა ბერმა მას და აბატთან წავიდა.
ის თვალცრემლიანი ეხვეწებოდა ანასტასიას, რომ თავისი წიგნი უკან დაებრუნებინა. აბატმა კი უპასუხა:
— არა, ძმაო, შენი იყოს. ჩემგან სახსოვრად გქონდეს, ჩათვალე რომ გაჩუქე.
მაგრამ, ბერმა წინააღმდეგობა გაუწია და აბატს უთხრა:
— წიგნს თუ არ დაიბრუნებ, სულიერ სიმშვიდეს სამუდამოდ დავკარგავ.
მაგრამ, აბატმა წიგნი არ გამოართვა. ამიტომ, ბერი ანასტასიასთან დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე მას ემსახურებოდა.