x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ოდესღაც მიხვდებით, რომ...»

image


ოდესღაც მიხვდებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს ღალატობენ, მაგრამ მანამდე, ცხოვრების გზაზე, უამრავ მოღალატეს შეხვდებით.

ოდესღაც მიხვდებით, რომ გარეგანი ბზინვარება – შინაგან სილამაზესთან შედარებით, არაფერია. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც გარეთ არის, პირველი წვიმის შემდეგ ქრება. ხოლო, ის რაც შიგნითაა – ყოველთვის ანთია. თუნდაც რომ მინელდეს და მხოლოდ მბოლავი ნახშირის ნამტვრევები დარჩეს, სულის შებერვაც საკმარისია, ცეცხლი რომ ისევ აგიზგიზდეს და ადამიანი შიგნიდან გაათბოს.

ოდესღაც მიხვდებით, რომ ბევრი ფორმულა და აფორიზმი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე გაიგებთ – მართალია ლამაზი, მაგრამ სიტყვების ცარიელი ნაკრებია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მხოლოდ ის ჭეშმარიტება არის, რომლამდეც თავად მიხვალთ.

ოდესღაც მიხვდებით, რომ სიკეთე, სინაზე, მოფერება და მზრუნველობა – სისუსტე კი არა, შინაგანი სიძლიერის გამოვლინება არის.



ოსტატობის წყარო



image


ერთი ფოტოგრაფი ვახშამზე ქალბატონს ეწვია. ფოტოგრაფს თან საკუთარი ფოტოების ალბომი ჰქონდა და როდესაც ის ქალმა დაათვალიერა, წამოიძახა:
– რა მშვენიერი ფოტოსურათებია! ალბათ, ძალიან კარგი ფოტოაპარატი გაქვთ, არა?

ფოტოგრაფმა პასუხის გაცემას დუმილი არჩია და მასპინძელს გაუღიმა. ხოლო, როდესაც მიდიოდა, მას უთხრა:
– დიდი მადლობა, ვახშამი ძალიან გემრიელი იყო. ეტყობა რომ, კარგი ქვაბი გაქვთ.



ბუმერანგის კანონი


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageimageimageimage





0
223
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0