x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
”ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მსოფლიო ომი, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ, რადგან რაიხსა და ანტანტას შორის ომი ჩვენთვის სასარგებლოა”-სტალინის გამოსვლა 1939 წლის 19 აგვისტოს, მითი თუ სინამდვილე?
image

1939 წლის 28 ნოემბერს ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო გავასმა გაავრცელა ინფორმაცია სტალინის გამოსვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოთქვა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს და კომინტერნის ხელმძღვანელობის საიდუმლო ერთობლივ სხდომაზე 19 აგვისტოს, გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერამდე 4 დღით ადრე. ამის შემდეგ შეტყობინება დაიბეჭდა ისეთ გაზეთებში, როგორებიცაა Le Figaro, Le Petit Journal, Le Journal, Le Temps (ინგლისური), L'Action française და ა.შ. ამ პუბლიკაციების შესახებ მაშინვე აცნობეს სტალინს. Სტალინმა უარყო მსგავსი გამოსვლა, ხოლო გაზეთმა „პრავდამ“ 30 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სააგენტო გავასის ცრუ გზავნილის შესახებ“.



აი სტალინის გამოსვლის ტექსტი:


”მშვიდობა თუ ომი.



ეს საკითხი კრიტიკულ ფაზაში შევიდა. მისი გადაწყვეტილება მთლიანად დამოკიდებულია საბჭოთა კავშირის პოზიციაზე.


ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ თუ გავაფორმებთ ალიანსს საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, გერმანია იძულებული იქნება უარი თქვას პოლონეთზე და ეძებოს modus vivendi დასავლეთის ძალებთან. ამგვარად ომს თავიდან ავიცილებთ, შემდეგ კი მოვლენების განვითარება ჩვენთვის სახიფათო ხასიათს მიიღებს.


მეორეს მხრივ, თუ მივიღებთ გერმანიის ცნობილ წინადადებას მასთან თავდაუსხმელობის პაქტის დადების შესახებ, ის უთუოდ თავს დაესხმება პოლონეთს და მაშინ ინგლისისა და საფრანგეთის ჩართვა ამ ომში გარდაუვალი გახდება. ასეთ ვითარებაში ჩვენ გვექნება კონფლიქტის მიღმა დარჩენის კარგი შანსი და შეგვეძლება, ვიყოთ ხელსაყრელ მდგომარეობაში, დაველოდოთ სანამ ჩვენი რიგი მოვა. ამას ჩვენი ინტერესები მოითხოვს. ასე რომ, ჩვენი არჩევანი ნათელია: ჩვენ უნდა მივიღოთ გერმანიის წინადადება და თავაზიანად უარვყოთ ბრიტანეთის და საფრანგეთის დელეგაციები და გავაგზავნოთ სახლში.


ძნელი არ არის იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რა სარგებელს მივიღებთ ამ გზით. ჩვენთვის აშკარაა, რომ პოლონეთი დამარცხდება მანამ, სანამ ინგლისი და საფრანგეთი მას დახმარებას გაუწევენ. ამ შემთხვევაში, გერმანია მოგვცემს პოლონეთის ნაწილს ვარშავის მისადგომებამდე, უკრაინული გალიციის ჩათვლით. გერმანია მოგვცემს მოქმედების სრულ თავისუფლებას ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში. ეს ხელს არ შეუშლის რუსეთს დაიბრუნოს ბესარაბია.


ის მზად იქნება დაგვიტოვოს რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი, როგორც გავლენის ზონა. ღია რჩება იუგოსლავიის საკითხი, რომლიის გადაწყვეტა დამოკიდებულია იტალიის პოზიციაზე. თუ იტალია გერმანიის მხარეზე დარჩება, მაშინ ეს უკანასკნელი მოითხოვს იუგოსლავიის გავლენის ზონაში ჩართვას, რადგან სწორედ იუგოსლავიის გავლით მიიღებს ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელს. მაგრამ თუ იტალია გერმანიასთან ერთად არ იქნება, მაშინ იტალიის ხარჯზე ის მიიღებს ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელს, ამ შემთხვევაში იუგოსლავია გადავა ჩვენი გავლენის სფეროში.


ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ გერმანია ომიდან გამარჯვებული გამოვა. თუმცა, გერმანიის მარცხისა და გამარჯვების შედეგები წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ.


განვიხილოთ ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია გერმანიის დამარცხებასთან. ინგლისსა და საფრანგეთს ექნებათ საკმარისი ძალები ბერლინის დასაკავებლად და გერმანიის გასანადგურებლად, რომელსაც ჩვენ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეფექტური დახმარება გავუწიოთ. ამიტომ, ჩვენი მიზანია, გერმანიამ რაც შეიძლება დიდხანს აწარმოოს ომი, რათა დაღლილმა და უკიდურესად დაქანცულმა ინგლისმა და საფრანგეთმა ვერ დაამარცხონ გერმანია. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია: ნეიტრალურ მდგომარეობაში ყოფნისა, ჩვენ ვეხმარებით გერმანიას ეკონომიკურად, ვაწვდით მას ნედლეულსა და საკვებს; თუმცა, ცხადია, რომ ჩვენი დახმარება არ უნდა გასცდეს გარკვეულ საზღვრებს, რათა არ დაზიანდეს ჩვენი ეკონომიკა და არ შეასუსტოს ჩვენი ჯარის ძალა. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ აქტიური კომუნისტური პროპაგანდა, განსაკუთრებით ანგლო-ფრანგული ბლოკის ქვეყნებში და, უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთში. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი პარტია ომის დროს იძულებული იქნება შეწყვიტოს ლეგალური საქმიანობა და გადავიდეს არალეგალურზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საქმიანობა დიდ ფულს მოითხოვს, მაგრამ ამ მსხვერპლზე გაღებას არ უნდა მოვერიდოთ. თუ ეს მოსამზადებელი სამუშაოები გულდასმით ჩატარდება, მაშინ გერმანიის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და იგი შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს საფრანგეთის გასაბჭოებაში.


ახლა განვიხილოთ მეორე ჰიპოთეზა, რომელიც დაკავშირებულია გერმანიის გამარჯვებასთან. ზოგიერთი თვლის, რომ ასეთი შესაძლებლობა ჩვენთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამ განცხადებაში არის გარკვეული სიმართლე, მაგრამ შეცდომა იქნება იმის დაჯერება, რომ ეს დიდი, მოახლოებული საშიშროებაა, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. თუ გერმანია გაიმარჯვებს, ის ომიდან გამოვა ზედმეტად დაქანცული, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში გვებრძოლოს. მისი მთავარი საზრუნავი იქნება დამარცხებულ ინგლისსა და საფრანგეთზე დაკვირვება, რათა თავიდან აიცილოს მათი აღორძინება.


მეორე მხრივ, გამარჯვებულ გერმანიას ეყოლება უზარმაზარი კოლონიები; მათი ექსპლუატაცია და გერმანულ წესრიგთან ადაპტაციას გერმანიასრამდენიმე ათეული წელი მოანდომებს. აშკარაა, რომ გერმანია ზედმეტად სხვა საქმით იქნება დაკავებული, რომ ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს.


ამხანაგებო... ჩემი აზრები წარმოგიდგინეთ. ვიმეორებ, რომ თქვენს ინტერესებშია, რომ ომი დაიწყოს რაიხსა და ანგლო-ფრანგულ ბლოკს შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რათა ორივე მხარემ თავისი ძალები ამოწუროს. სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა მივიღოთ გერმანიის მიერ შემოთავაზებული პაქტი და დავეხმაროთ, რომ ომი, თუ ასეთი გამოცხადდება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ეკონომიკური მუშაობა მეომარ ქვეყნებში, რათა კარგად მოვემზადოთ ომის დამთავრების მომენტისთვის“.


ჩატარდა თუ არა მსგავსი სხდომა?


დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ში ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ 1939 წლის 19 აგვისტოს პოლიტბიუროს სხდომა არ ჩატარებულა. თუმცა 1993 წლის 15 იანვარს დ.ვოლკოგონოვმა გაზეთ „იზვესტიაში“ (No 23863) გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1939 წლის 19 აგვისტოს იყო შეხვედრა, მაგრამ გერმანიაზე თავდასხმის საკითხი არ განხილულა და დღის წესრიგშიდაც საერთოდ არ იყო აგაზე საუბარი., დ.ვოლკოგონოვის თქმით, განიხილეს ერთ-ერთი რკინიგზის მუშაკთა ჯარში გაწვევის გადავადების საკითხი, მაგრამ საქმე იმაშია, იმ დროს (1939 წლის 19 აგვისტოს) სსრკ-ს არ ჰყავდა წვევამდელი ჯარი, კანონი საყოველთაო სამხედრო სამსახურის შესახებ მიიღეს მომდევნო თვეში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღეს პოლიტბიუროს სხდომა ჩატარდა .სააგენტო „გავასის“ შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ სხდომა საიდუმლო იყო და დღის წერიგში არ იქნებოდა დაფიქსირებული.


დამოუკიდებელი ისტორიკოსები იყენებენ სტალინის კაბინეტში ვიზიტორების აღრიცხვის ჟურნალს.


ამ ჟურნალის მიხედვით, 1939 წლის 19 აგვისტოს სტალინს ეწვია: მოლოტოვი - შესვლის დრო 13:40, გასვლის დრო - 13:55. მიქოიანი - შესვლის დრო 13:40, გასვლის დრო - 13:55. გორკინი - შესვლის დრო 17:15, გასვლის დრო - 17:20. შკვვარცევი - შესვლის დრო 18:30, გასვლის დრო - 19:40.მოლოტოვი - შესვლის დრო 17:35, გასვლის დრო - 20:25.

1
814
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
814
  
2022, 20 აგვისტო, 7:51
ეჰ რამდენ რამეს აბრალებენ ამ კაცს.
0 1 1