x
მეტი
  • 17.08.2022
  • სტატია:121572
  • ვიდეო:354849
  • სურათი:493686
ცნობილი ადამიანების სილამაზის 10 ხრიკი, რომელთა შესახებაც მხოლოდ მათმა სტილისტებმა იცოდნენ

ვარსკვლავების წითელ ხალიჩაზე გამოსვლა ყოველთვის განხილის თემაა, სწორედ ამიტომ აქვთ ხრიკები, რომელთა შესახებ ადრე მხოლოდ მათმა სტილისტებმა იცოდნენ, დღეს კი ყველამ იცის:

1. კაბის ფერი მაკორექტირებელი საცვლები

პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, მაკორექტირებელი საცვლების ტარება არა მხოლოდ უნაკლო სილუეტის შესაქმნელად გამოიყენება, მისი წყალობით, ცხელ ამინდში ბარძაყებზე კანის გაღიზიანებასაც იცილებენ თავიდან. სწორედ ამ მიზეზით, სტილისტები ხშირად არწმუნებენ იდეალური ფორმის მქონე ცნობილ ადამიანებსაც კი, რომ ატარონ ამგვარი საცვლები.image

2. მზისგან დამცავი ყოველ დღე


ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფითი გავლენისგან კანის დასაცავად ჯენიფერ ლოპესი ყოველთვის იყენებს SPF-ის შემცველ პროდუქტებს და ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს მზეზე, წითელ ხალიჩაზე გასვლისას კი ავტოზაგარს მიმართავს.image

3. წებოვანი ლენტა დეკოლტესთვის

კიმ კარდაშიანის წყალობით მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ხანდახან, როცა ბიუსტჰალტერის ჩაცმა არ შეუძლიათ, ცნობილი სახეები მკერდზე ორმხრივ ლენტას იკრავენ. ბიონსე კი ამდაგვარ ხერხს დეკოლტეს დასაფიქსირებლად იყენებს.image

4. ოფლის საწინააღმდეგო ხელსახოცები

ოფლის ლაქებს შეუძლიათ დიზაინერული კაბის გაფუჭება, ასევე, ფოტოზე ლაქებიანი იღლია არც ისე კარგად გამოიყურება, ამიტომ, სტილისტები ხშირად უდებენ ქალბატონებს იღლიის ქვეშ სპეციალურ ხელსახოცებს ოფლისთვის, რომლებიც კაბაზე კვალს არ ტოვებენ.image

5. “სველი" მაკიაჟის ჟელე

სველი ეფექტის მისაღებად, იმ კარდაშიანის ვიზაჟისტი ჰაულაითერზე ჩვეულებრივ, გამჭვირვალე ჟელეს იყენებს. ამ ხერხს იყენებენ ვიზაჟისტები ოფლის სიმულაციისთვის.
image

6. პარიკები

ხშირი შეღებვა რა თქმა უნდა თმის დაზიანებას იწვევს, ამიტომ, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პარიკებით გამოდიან, რომელთა შემჩნევა საკმაოდ რთულია.image

7. ფეხების კონტურინგი

მერაია ქერტის და ბლეიკ ლაივლის სტილისტები თავიანთ კლიენტებს კონტურს ხშირად ფეხებზეც უსვამენ, ვიზუალურად უფრო სწორი და გამხდარი რომ ჩანდეს.image

8. თვალის ჩრდილები თმაზე

მერაია ქერი თვალის ჩრდილებს მხოლოდ მაკიაჟისთვის არ იყენებს, ის მას თმაზეც ისვამს და ვიზუალურად ვარცხნილობას უფრო ეფექტურს ხდის.image

9. ავტორუჯის 3 ფენა

რუჯის ექსპერტმა ჯეიმს რიდმა სუპერმოდელის, როუზი ჰანტინგტონ უაიტლის იდეალური კანის საიდუმო გაამჟღავნა. ის მოდეს ავტორუჯის 3 ფენას უსვამს, 10 წუთიანი ინტერვალით. სწორედ ამის გამო მისი კანის ფერი ასეთი თანაბარი და ერთგვაროვანია.image

10. ტონალური კრემი ფეხებისთვის

მსახიობი კრისტინა ჰენდრიქსი, რომესაც ფაიფურივით თეთრი კანი აქვს, ფეხზეც იყენებს ღია ფერის ტონალურს, რომელსაც ჩვეულებრივ ლოსიონში ურევს.image









0
596
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0