x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ატარებენ ებრაელები პეისებს?

image


რა არის პეისები? ალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ მორწმუნე ებრაელებზე საფეთლქებიდან ლოყებამდე სიგრძის გრძელი კულულები. ეს გამორჩეული თვისება, როგორც წესი, მართლმადიდებლური და ულტრა-მართლმადიდებლური რელიგიური თემების წარმომადგენლებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა არც ჩვეულებრივ იუდეველებს ეუხერხულებათ თავიანთი ვარცხნილობის შემადგენელი ეს უცნაური ელემენტი. პეოტი ან აშქენაზური გამოთქმით პეისები - ებრაელთა ვარცხნილობის ტრადიციულ ელემენტს წარმოადგენს, რაც მათ ადამიანურ ნაკადში საკუთარი თანამემამულეების გარჩევას უადვილებს.

image


პეოტის ტარების ტრადიცია ჯერ კიდევ თორას მცნებათაგან მოდის, სადაც ნათქვამია რომ თავის გარშემო, თმის კიდეები არ უნდა იყოს შეჭრილი. ამ აკრძალვის მნიშვნელობა სხვადასხვა კაბალისტების მიერ იქნა ახსნილი, რომლებიც აღნიშნულ მიცვაში (მცნებაში) მისტიკურ მნიშვნელობას ხედავდნენ. თუ პეოტისა და ღმერთის სიტყვების გემატრიას (რიცხობრივ მნიშვნელობას) გავითვალისწინებთ, მაშინ ისინი ერთსა და იმავე რიცხვს - 86 შეადგენენ. ამრიგად, კაბალისტების აზრით, პეისები ერთგვარი "ანტენებია", რომლებიც მორწმუნე ებრაელს უფალთან კავშირის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.


image


მაგრამ აი, რა არის საინტერესო. თორაში "პეოტის" ტერმინის ქვეშ კიდევ ერთი ცნება - "თესილი მინდვრის კიდე" მოიაზრება. აქ კი საინტერესო ანალოგია ჩნდება ებრაელების საფეთქლებთან არსებულ თმასთან. მინდორში პეოტის აღება მოსავლის აღების პერიოდში არ შეიძლებოდა, ვინაიდან ის იქ ღარიბებისა და გაჭირვებულების გამოსაკვებად რჩებოდა.


image


ისევ თმას რომ დავუბრუნდეთ, ირკვევა რომ ძველად მას მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ. არსებობს ტრაგიკული ბიბლიური ამბავი ებრაელ ლეგენდარულ გმირზე, ძლიერთა შორის უძლიერესს გოლიათზე სამსონზე, რომელიც მზაკვრულმა ფილისტიმელმა დალილამ მოკლა, რომელმაც მომენტით ისარგებლა, მას თმის ბოლოები შეაჭრა, რის შემდეგაც გმირმა ძალა დაკარგა და სრულიად დაუძლურებული სასტიკად იქნა მოკლული. სხვათა შორის, არა მხოლოდ ებრაელები ანიჭებდნენ თმას მისტიურ ძალას, სხვა ხალხებს შორის, გრძელი თმის მფლობელს ასევე შეეძლო გავლენა მოეხდინა მის გარშემო არსებულ სამყაროზე. გასაკვირი არ არის, რომ ყველა ჯადოქარი გაშლილი თმით დადიოდა, რომელიც მისთვის გარკვეულ ენერგიის გამტარებელს წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც ის მკითხაობდა და ჯადოქრობდა.


image


ამის დასტურად შესაძლოა ისრაელში, კესარიის მხარეში რომაული მმართველობის პერიოდის აღმოჩენაც იქცეს. ერთ-ერთი ჭის გათხრისას მასში თიხის პატარა ფირფიტები იქნა აღმოჩენილი, რომლებზეც სხვადასხვა სახის წყევლა იყო დატანილი, რომლებიც ქალის გრძელ თმებში იყო გახვეული, რაც შესაძლოა, დაწერილის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებდა.


image


სხვათა შორის, შუა საუკუნეების ევროპაში გაშლილი თმისთვის ქალი შეეძლოთ კოცონზეც კი დაეწვათ და ჯადოქრად გამოეცხადებინათ, საუკეთესო შემთხვევაში კი მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალის სტატუსი ელოდა, დღემდე მონოთეისტური რელიგიის მომხრე "სწორმა" ქალმა საზოგადოებრივ ადგილებში თმა დაფარულმა უნდა იაროს.


image


თანამედროვე ადამიანებისთვის ალბათ რთულია იმის გაგება, თუ რა ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობდნენ ებრაელი ერის უძველესი წარმომადგენლები თუმცა ის რომ თმა ადამიანის სხეულზე მათთვის ჩვეულებრივი რამ არასდროს ყოფილა - ეს ცალსახაა. რა თქმა უნდა, ძალიან გრძელი თმა, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის მქონე ადგილებში, რომელიც აღთქმულ მიწას მოიცავს, ადრე თუ გვიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის ფაქტორი ხდება, ამიტომ ებრაელი ბრძენები მართალია თმის მთლიანად შეჭრას კრძალავენ, თუმცა ყოვლისშემძლესთან კომუნიკაციის მიზნით მამაკაცებს საფეთქლებთან მხოლოდ პეისების შენარჩუნებას სთავაზობენ.


image


თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მამაკაცები ამ წეს-ჩვეულებებს ყოველთვის არ იცავენ. ბევრი მათგანი მოკლედ შეჭრილ თმასაც ატარებს და წვერზეც ამბობს უარს. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კი ყოველთვის შესაძლებელია მისამაგრებელი პეისების გამოყენება, რომლებიც როგორც წესი, ტრადიციული ქუდის კიდეებზე მაგრდება.




0
490
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
490