საზოგადოება „უკვე ორი შემთხვევაა ქალაქში და არის საშიშროება, რომ რაღაცა უბედურებას გადავეყაროთ!!“ - ნარკოლოგის გაფრთხილება 2022, 10 აგვისტო, 13:20 ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ახალი ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს, რომლის ზედოზირებამაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.
ვინც გამოიწერეთ რაიმე ნარკოტიკი და ნახეთ რომ არის თეთრი კრისტალები და გამოიწერეთ როგორც მეტამფეტამინი, ან ალფა-პვფ, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მეფედრონი და ამ კრისტალებში შესაძლებელია იყოს მეტადონი, ან კარფენტანილი. ორი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, ამიტომ არ არის გამორიცხული სხვაც იყოს და ბევრი!!!
მეტადონი და კარფენტანილი ამ შემთხვევაში არის იპიატი და შესაძლებელია გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი! სიმპტომები მოხმარების დროს:
1. გულისრევა, ღებინება;
2. გაბრუება, გონების დაკარგვა; 3. სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევაში გაჩერება. რა უნდა ვქნათ? 1. არ მიატოვოთ მარტო ადამიანი; 2. დარეკეთ 112 და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ, გაუვლის და მერე არ გამოვა; 3. სუნთქვის გაჩერების და გონების დაკარგვის შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვა პირიდან პირში ან პირიდან ცხვირში. დაიწვინეთ გვერდზე, რომ ნაღები მასა არ მოხვდეს ფილტვში და გამოიყენეთ ნალოქსონი! არ არის აუცილებელი, რომ გაუკეთოთ ვენაში. შეგიძლიათ უბრალოდ ჩაასხათ პირის ღრუში ან გაუკეთოთ კუნთში. ზედოზირების პაკეტები არის აპარატებში სიგმა, რომელიც დგას პსპ აფთიაქებთან. მანდალა • Mandala დაუკავშირდით და გატესტეთ თქვენი შეძენილი ნარკოტიკი! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს!“, - წერს ზურა სიხარულიძე. 216 1-ს მოსწონს
|