x
image
ელენე გუმა
არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი - თიკა ჯამბურიას პირველი კომენტარი
image
მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელიც დღეს არასწორი პარკირების დროს პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფისთვის დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.


"პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით... მეორე რიგში მინდა მოგიყვეთ რა მოხდა ...

ვნახე რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ თუმცა ვცდილობ არ წავიკითხო ფიზიკურად ნერვები არ მაქვს, მოკლედ მე ვცხოვრობ რუსთაველის 1 ნომერში ზუსტად იმ სადარბაზოში რომელიც მიბმულია პანორამა თბილისსის მშენებლობას, აქედან გამომდინარე ჩვენ, ანუ მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა არც ეზო, ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვერ ვაჩერებთ აქედან გამომდინარე ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთვიათ ნება მანქანის გაჩერების ....


მოკლედ დღეს მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვიჯექით უკვე დაქოქილ მანქანაში, და მივდიოდით ჩვენს გზაზე როდესაც ჩვენგან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა პტროლის თანამშრომელი, დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში, რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ ეს ხერხი პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება "ჭრის " მოკლედ არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგო, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება სიტყვიერი, ამასობაში პატროლის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი, ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული, არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი, (მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ყველა პატრულის და პოლიციის თანამშრომელს მის მიმართ) მოკლედ ამასობაში შეიყარა ხალხი ატყდა ერთი ამბავი, დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები ( დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები ) ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ, ეს ბიჭი რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ იყო აგრესიული ... მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელ- ბორკილები .... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქვეყნის კანონის და ღმერთის წინაშე რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია ....



რაც შეეხება ნინას ... ნინამ დღეს მიიღო ზუსად ის ტრამვა რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს !!!!! არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის ......


ასევე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ სხა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, როომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც, დედასაც და ნინასაც ... თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონ მორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია ...."



ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავა.

შსს ინფორმაციით, უწყება დაკავებულებს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ორმა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ.

რაც შეეხება დაკავებულების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ასევე დაგაინტერესებთ:

"ეე, თქვენ ჯანზე თუ ხართ?ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში?"

0
355
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0