საზოგადოება ამ ექიმებმა პაციენტი, რომელსაც გული გაჩერებული ჰქონდა, თავიდან გააცოცხლეს 2019, 2 აგვისტო, 15:15 წარმოგიდგენთ ექიმებს, რომლებმაც კაცს, რომელსაც გული გაჩერებული ჰქონდა, მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ამის შესახებ ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფეიბუქგვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ახლავს ფოტოც, სადაც აღნიშნული ბრიგადის ექიმები და მძღოლი არიან გამოსახულნი. "გამოძახების მოტივი - უგონო 112-ში შემოსულ მისამართზე მისულ 0516 ბრიგადას ( უფროსი ექიმი ზურაბ გენგაშვილი; უმცროსი ექიმი ანა ბაჩილავა, მძღოლი ლერი ზაზუაშვილი) შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება. ჩატარებული დროული და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პაციენტის მდგომარეობა გაუჯობესდა და გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც აგრძელებს მკურნალობას. ბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მამაკაცს სრულად გამოჯანმრთელებას უსურვებს!"- წერია ინფორმაციაში. 272 2-ს მოსწონს
|