საზოგადოება "გვაპატიე უწმინდესო" - ემოციური ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება 2019, 1 ნოემბერი, 0:49 ფოტო, რომელიც დღის სიმბოლოდ იქცა და რომელსაც სრულიად სოციალური საზოგდოება აზიარებს ფეისბუქის ერთ-ერთ მომხმარებელ, ნინო გირკელიძეს ეკუთვნის. უფრო სწორედ აღნიშნულ ფოტოს გირკელიძე საკუთარ გვერდზე აზიარებს შემდეგი სიტყვებით: "ჩვენო იმედო და ერის სულიერო მამავ!! გვაპატიე უწმინდესო" ფოტოს უამრავი გამოხმაურება და ემოცია აქვს. ქსელის მომხმარებლები სრულ თანადგომას უცხადებს ქვეყნის პატრიარქს და მისდამი სიყვარულით სავსე ტექსტებს არ იშურებენ. პატრიარქისადმი თანაგრძნობის გამოხატვა კი ერმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე მღვდელთმთავრობიდა გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე იმას აბრალებს, რომ მან ეკლესია მამათმავლების და პიდარასტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქმა ილია მეორემ ის უსამართლოდ გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან, რადგან მან საქართველოს ეკლესია მამათმავლურ ცოდვაში ამხილა. რაც შეეხება სხვა სასულიერო პირების პოზციას, უმეტესობა პეტრეს წინააღმდეგ წავიდა, ნაწილმა კი მხარი დაუჭირა მას. “ის ისე მოიქცა, იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან. მან უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. მეუფე პეტრემ წლების განმავლობაში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა პატრიარქს და დღესაც იგივე გააკეთა. სხდომაზე ჩვენ მას ვუხსნიდით, ვცდილობდით, მაგრამ მან არ შეწყვიტა პატრიარქის მიმართ შეურაცხყოფა. ის არ მოკვეთილა, გათავისუფლებულია მეუფობიდან და ჭყონდიდის ეპარქიიდან”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება თავად ილია მეორეს, როგორც მან სინოდის სხდომაზე ბრძაანა, ისინი არა ვინმეს დასასჯელად, არამედგ გვერდში დგომისთვის შეიკრიბნენ. "მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ"- განაცხადა პატრიარქმა. 608 3-ს მოსწონს
|