x
image
ელენე გუმა
„კაცის იდეალი შენ შექმენი, გულწრფელად ვისურვებ, ჩემი სამივე შვილი დაგემსგავსოს...“ - თათია შარანგიას ემოციური პოსტი

image
ტელეწამყვანი თათია შარანგია მამას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


როგორც პოსტში ვკითხულობთ, ის ისურვებდა მისი სამივე შვილს მამამისს დაემსგავსოს, რადგან მის წარმოსახვაში მამა იდეალური ადამიანია.


ვცდილობ, შენი თვალებით ვუყურო სამყაროს, მაშინ ვიცი ვერ გავბოროტდები, მაშინ ვიცი ბევრ სიკეთეს გავაკეთებ, მაშინ ვიცი ისე ვეყვარები ადამიანებს, როგორც შენ უყვარხართ მა!
შენ ყველას სიყვარული დაიმსახურე და ყველას გულში გამორჩეული ადგილი დაიკავე! მინდა სულ მყავდე ჩემს საყრდენ კედლად, მინდა ათასი წელი გვყავდე მე, მარიამს, ლუკას, შენს მიერ გადედოფლებულ დედას!

ეგოისტურად მინდა არასდროს დაიღალო, სულ ასეთი ენერგიული და სულ ასეთი ჩემი მამიკო იყო!! გაგვაძლიერე შენი გვერდში დგომით მა! არასდროს დაიღალო და გვაბედნიერე შენი ჯანმრთელობით და სიცოცხლის სიყვარულით! სანიზე ვამბობ, მეშინია არ დაიკარგოს ცხოვრებაში, იმდენად კეთილია-თქო.

შენ დაიკარგე? არა მა! შენ სამუდამო, წარუშლელ კვალს ტოვებ შენი შთამომავლობის მომავლისთვის. დაბადების დღეს გილოცავ მამა! იყავი ჯანმრთელი, იყავი ბედნიერი და იყავი იღბლიანი. სიგიჟემდე მიყვარხარ!“, - წერს თათია შარანგია.

0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0